მსოფლიოპოლიტიკაპოლიტიკაnewsსაბერძნეთი
თურქეთის სასამართლო ბერძენი ჯარისკაცების გათავისუფლებაზე უარს აცხადებს
საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით თურქული მხარის მიერ დაკავებული ორი ბერძენი ჯარისკაცის საქმე დაუსრულებელ დრამად გადაიქცა. უკვე ერთი თვეა, ჯარისკაცები ადრიანოპოლის ციხეში იმყოფებიან.
დაკავებული ჯარისკაცების ადვოკატები ბოლო დღეების განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდნენ სასამართლოსგან აღმკვეთი ღონისძიების შეცვლისთვის მიეღწიათ. თურქული სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულების გათავისუფლების შემთხვევაში შესაძლებელია ისინი მართლმსაჯულებას დაემალონ.
საგულისხმოა, რომ გამოძიებას ბერძენი ჯარისკაცებისათვის ბრალი ჯერ კიდევ არ წარუდგენია და დღემდე უცნობია, კონკრეტულად რას ედავებიან მათ.
ცნობილი გახდა, რომ დაკავებულების მშობლებს შვილების ნახვის შესაძლებლობა მიეცათ. კანონის მიხედვით შემდეგი შეხვედრა მხოლოდ ერთი თვის შემდეგ არის შესაძლებელი. იმედია, მანამდე ჯარისკაცების განთავისუფლება მოხერხდება.
კომენტარები