ათენის ზღვისპირა რაიონში კაზინოს მოწყობას აპირებენ

ათენის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ძველი აეროპორტი „ელინიკოს“ ტერიტორია მრავალი წელია მოუწყობელია. 2004 წელს ამ ადგილას რამდენიმე ოლიმპიური ობიექტი მოეწყო, მაგრამ ათენის ოლიმპიური თამაშების დამთავრების შემდეგ იქ ცხოვრება ისევ მინავლდა. უზარმაზარი ტერიტორია, რომელიც შესანიშნავ რაიონში მდებარეობს ზღვის პირას, მრავალი მცდელობის მიუხედავად გამოუყენებელია.

ამჯერად ინიციატივა საბერძნეთის ფინანსთა სამინისტრომ გამოიჩინა და გამოაცხადა ტენდერი „ელინიკოს“ ტერიტორიაზე დიდი კაზინოს აგების მიზნით. ძნელი სათქმელია, რამდენად ეფექტიანი იქნება აღნიშნული პროექტი ეკონომიკური თვალსაზრისით. თუკი ტენდერში მონაწილეობის სურვილს დიდი კომპანიები გამოთქვამენ, ეს ოპტიმიზმის საფუძვლად შეგვიძლია მივიჩნიოთ.

კომენტარები
Загрузка...