რას არ გაიგებ/ფაქტებისაზოგადოებასაბერძნეთი

სალათის პაკეტში ცოცხალი ბაყაყი იპოვეს საბერძნეთის ერთ-ერთ ცნობილ სუპერმარკეტში

წარმოიდგინეთ ადამიანის ემოცია, რომელიც სალათის ყიდვას აპირებს და უცებ დაინახავს, რომ პაკეტში სალათის ფოთლებს შორის ცოცხალი ბაყაყი მოკალათებულა და თვალებს კუსავს.

სწორედ ამგვარი ფაქტი მოხდა AB ვასილოპულოსის მაღაზიაში და სალათის პაკეტში მოკალათებული ბაყაყის ფოტოც, თავისთავად ცხადია, ელვის სისწრაფით გავრცელდა facebook-ში.

სუპერმარკეტების ქსელმა დაადასტურა ფოტოს ავთენტიკურობა:

„АВ-ს წარმოების სალათის თემა, რომელშიც ცოცხალი ბაყაყი იპოვეს, არის ფაქტი, რომელიც ჩვენთვის მოულოდნელი იყო, უმთავრესად, სერტიფიცირებული საწარმოო პროცესის და ხარისხის მკაცრი კონტროლის გამო, რომელსაც ზედმიწევნით ვიცავთ.

რადგანაც ინფორმირებულები ვართ, მუდმივი კონტაქტი გვაქვს ჩვენს მომწოდებელთან, რომელიც იკვლევს პრობლემას და უკვე მიღებულია ზომები, რათა სრული გარანტია გვქონდეს, რომ მომავალში მსგავსი ინციდენტი აღარასოდეს განმეორდება“, – წერს საპასუხოდ  კომპანია ΑΒ Βασιλόπουλος-ი თავის ფეისბუქგვერდზე.

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close