ქართველი ემიგრანტი ქალის ძებნა გრძელდება – ვარაუდობენ, რომ იზოლდა ვარდოსანიძე ცოცხალია

42

22 ივნისს, გვიან ღამით, ბერძნულ სატელევიზიო არხზე ALPHA TV ეთერში გავიდა აგელიკი ნიკოლულის ცნობილი გადაცემა, Φως στο Τούνελ, რომლის ერთ–ერთ თემას დაკარგული ქართველი ემიგრანტის, იზოლდა ვარდოსანიძის ბედი წარმოადგენდა.


ჩვენ უკვე გაუწყეთ იზოლდას შესახებ და ბევრმა ქართველმა ნახა აღნიშნული გადაცემა. ამავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ აგელიკი ნიკოლულის გადაცემა ეთერში გვიან გადის ხოლმე და, სავარაუდოდ, ბევრმა ვერ მოახერხა მისი ნახვა. ამდენად, საჭიროდ ჩავთვალეთ თქვენთვის გვეცნობებინა იმ სიახლის შესახებ, რომელიც გადაცემის მსვლელობისას გამოიკვეთა.

გადაცემაში მონაწილეობდა იზოლდა ვარდოსანიძის და – ნანო, რომელიც საქართველოდან საკუთარი დედმამიშვილის ბედის გასარკვევად ჩამოვიდა.

გადაცემის მსვლელობისას დარეკა იზოლდას ერთ-ერთმა ნაცნობმა, რომლის თქმით, მიმდინარე წლის მარტის დასაწყისში იზოლდა მას სახლში ეწვია და უთხრა, რომ ბიძაშვილთან ცხოვრობს. მან ასევე ითხოვა დახმარება სამუშაოს მოძებნაში. ერთი თვის შემდეგ იზოლდა კვლავ გამოჩნდა და ისევ სამსახურის პოვნაში დახმარება ითხოვა.

დაკარგული ქალბატონის შესახებ სხვა არაფერია ცნობილი, მაგრამ იმედია მისი მოძებნა მოხერხდება. ყოველ შემთხვევაში, აქამდე მისი კვალი 2017 წლის დეკემბრიდან ქრებოდა. რამდენადაც მიმდინარე წლის მარტში ქალბატონი იზოლდა გამოჩნდა, იმედია, კვლავ დაუკავშირდება თავის ნაცნობებს.

თუკი რაიმეს შეიტყობთ, შეგიძლიათ მოგვმართოთ და ერთობლივად დავეხმაროთ ოჯახს იზოლდა ვარდოსანიძის პოვნაში.

კომენტარები
გაზიარება