მსოფლიოსაბერძნეთი

საფრანგეთში წელს პირველი „ტროპიკული ღამე“ დაფიქსირდა, საბერძნეთში ხანძრების სეზონი ნაადრევად „გაიხსნა“ – ევროპამ „ადუღება“ დაიწყო

საფრანგეთის სამხრეთ რეგიონებში ჰაერის ტემპერატურის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ჰაერის ტემპერატურა ზოგან +31 გრადუსს მიაღწია, რაც წელიწადის ამ დროისთვის იშვიათი მოვლენაა.

სინოპტიკოსები ჰაერის ტემპერატურის მატებას ჩრდილოეთ აფრიკიდან მომავალი სითბური ტალღებით ხსნიან.

ესპანეთის საზღვართან მდებარე ქალაქ ორტეზში პარასკევს, 5 აპრილს ჰაერის ტემპერატურამ ცელსიუსით +31 გრადუსს მიაღწია. ამავე რეგიონის ქალაქ ბიარიცში 4-დან 5 აპრილამდე პირველი „ტროპიკული ღამე“ დაფიქსირდა, ტემპერატურა მთელი ღამის განმავლობაში 20 გრადუსი იყო. შედარებისთვის, 2023 წელს ზაფხულის სეზონში ბიარიცში პირველი „ტროპიკული ღამე“ 7-8 ივნისს დაფიქსირდა.

ზღვის დონიდან 1 500 მეტრზე, მთებში მოსალოდნელია ტემპერატურის 2 გრადუსამდე მომატება, რაც აპრილის დასაწყისისთვის უჩვეულოა.

საბერძნეთში ხანძრების სეზონი ნაადრევად დაიწყო. აპრილის დადგომისთანავე გაჩნდა ხანძრის 2 კერა საბერძნეთის ჩრდილოეთში, პიერიის მთებში, რომელსაც რამდენიმე დღის განმავლობაში ებრძოდნენ, ხოლო კუნძულ კრეტაზე კონტროლიდან გამოსული ტყის ხანძრის გამო შაბათს, 6 აპრილს 4 დასახლებიდან (Achlia, Galini, Agia Fotia და Mavros Kolimpos, სადაც 300-მდე ადამიანი ცხოვრობს) მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

საბერძნეთის სახანძრო დეპარტამენტის ცნობით, ძლიერი ქარის გამო, ცეცხლი ზღვისპირა ქალაქ იერაპეტრის აღმოსავლეთით, მთის ტყიან ფერდობებზე გავრცელდა. ტყის ხანძრის ჩასაქრობად მობილიზებული იყო 120 მეხანძრე და 2 ვერტმფრენი.

გასულ წელს ტყის ხანძარმა, რომელიც საბერძნეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში 11 დღის განმავლობაში მძვინვარებდა, ნიუ-იორკზე დიდი ტერიტორია გაანადგურა და 20 ადამიანი იმსხვერპლა.

ბერძენი მეცნიერების მიერ გაანალიზებული მონაცემების მიხედვით, გასული ზამთარი ყველაზე თბილი იყო საბერძნეთში, რაც საფრთხეს უქმნის მოსავალს  და აძლიერებს შიშს მოსალოდნელი ზაფხულის დამანგრეველი ხანძრების გამო.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიდ შაბათს პოლონეთში მარტისთვის რეკორდული ტემპერატურა აღინიშნა – ტარნოვში ამინდის სადგურმა 26,4 გრადუსი ცელსიუსი დააფიქსირა.

მანანა ბანძელაძე

აგრეთვე, ვწერდით, რომ ზაფხულის სიცხე მოიტანა აფრიკულმა ანტიციკლონმა იტალიაშიც, სადაც მაქსიმალურმა ტემპერატურამ +30 გრადუსს მიაღწია. 

იტალიაში მზიანი და ცხელი დღეები დგება – მაქსიმალური ტემპერატურა +30°C-ს მიაღწევს

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close