მსოფლიოპოლიტიკა

გერმანელი ფაშისტების 4 საკონცენტრაციო ბანაკს გადარჩენილი 96 წლის უკრაინელი კაცი რუსმა ოკუპანტებმა შეიწირეს

რუსი ოკუპანტების ბომბებმა უკრაინის ქალაქ ხარკოვში 96 წლის ბორის რომანჩენკოს სიცოცხლე შეიწირა, რომელიც გერმანელი ფაშისტების ოთხი საკონცენტრაციო ბანაკის ყოფილი პატიმარი იყო.

ამის შესახებ ინფორმაცია ბუხენვალდის საკონცენტრაციო ბანაკის მემორიალური კომპლექსის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

„როგორც მისი ნათესავებისგან შევიტყვეთ, ჩვენი მეგობარი ბორის რომანჩენკო, რომელიც ფაშისტების 4 საკონცენტრაციო ბანაკს გადაურჩა, გასულ პარასკევს ხარკოვში, საკუთარ სახლში დაიღუპა ოკუპანტების დაბომბვის შემდეგ. ბორისის შვილიშვილის ცნობით, რუსების მიერ ნასროლი ჭურვი იმ მრავალსართულიან კორპუსს დაეცა, რომელშიც პაპამისი ცხოვრობდა“, – წერია მემორიალური კომპლექსის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close