მსოფლიოპოლიტიკა

ომი უკრაინაში და მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოება

დღეს უკვე ცხადია, რომ უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიამ კაცობრიობას არაერთი სერიოზული პრობლემა შეუქმნა. ამ საკითხზე მსჯელობისას, ძირითადად, ენერგომატარებლების ფასის უპრეცედენტო გაზრდის შესახებ საუბრობენ. ამავე დროს, მიმდინარე კონფლიქტს სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი ასპექტებიც აქვს. საუბარია მსოფლიოს სასურსათო უსაფრთხოებაზე და, კერძოდ, ხორბლით მომარაგების საკითხზე.

2020 წელს ხორბლის მსოფლიო ექსპორტის მოცულობამ ჯამურად შეადგინა 44,9 მილიარდი აშშ დოლარი. 2019 წლიდან 2020 წლამდე ხორბლის გლობალური ექსპორტი 10,9%-ით გაიზარდა.

ქვემოთ მოცემულია 15 მთავარი ექსპორტიორი ქვეყანა 2020 წლის მონაცემებით:

რუსეთი: 7,9 მილიარდი აშშ დოლარი (ხორბლის მთლიანი ექსპორტის 17,6%)

შეერთებული შტატები: $6.32 მილიარდი (14.1%)

კანადა: $6.3 მილიარდი (14%)

საფრანგეთი: $4.5 მილიარდი (10.1%)

უკრაინა: $3,6 მილიარდი (8%)

ავსტრალია: $2.7 მილიარდი (6%)

არგენტინა: $2,12 მილიარდი (4,7%)

გერმანია: $2,1 მილიარდი (4,7%)

ყაზახეთი: $1,1 მილიარდი (2,5%)

პოლონეთი: $1 მილიარდი (2.3%)

რუმინეთი: $948,8 მილიონი (2,1%)

ლიტვა: $910.7 მილიონი (2%)

ბულგარეთი: $699,2 მილიონი (1,6%)

ლატვია: $649.2 მილიონი (1.4%)

უნგრეთი: $630.6 მილიონი (1.4%)

ჩამოთვლილ 15-მა ქვეყანაზე მოდიოდა 2020 წელს ხორბლის გლობალური ექსპორტის 92.6%. 

როგორც ვხედავთ, ხორბლით მსოფლიოს მომარაგება 200 სახელმწიფოდან მხოლოდ 15 ქვეყანაზეა დამოკიდებული და რუსეთისა და უკრაინის ჯამური წილი 25%-ს უტოლდება. შესაბამისად, უკრაინის დაპყრობის შემთხვევაში რუსეთი ხორბლის გლობალური ექსპორტის მეოთხედს გააკონტროლებს (!), რაც მას საერთაშორისო დონეზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური კონტროლის საშუალებას აძლევს.

საგულისხმოა, რომ ხორბალის ფასები უკრაინაში სამხედრო კონფლიქტის დაწყებიდან ორ კვირაში დღეს დაახლოებით 40%-ით გაიზარდა. მოგვიანებით ფასები შემცირდა, მაგრამ კვლავინდებურად მაღალი რჩება.

ხორბლის იმპორტიორი ქვეყნების პირველი ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:

ეგვიპტე: 2,7 მილიარდი აშშ დოლარი (მთლიანი იმპორტირებული ხორბლის 5,6%)

ინდონეზია: $2,6 მილიარდი (5,4%)

თურქეთი: $2,33 მილიარდი (4,8%)

ჩინეთი: $2.26 მილიარდი (4.7%)

ნიგერია: $2.06 მილიარდი (4.2%)

იტალია: $2.04 მილიარდი (4.2%)

ალჟირი: $1.65 მილიარდი (3.4%)

ფილიპინები: $1.57 მილიარდი (3.2%)

იაპონია: $1.53 მილიარდი (3.1%)

მაროკო: $1,42 მილიარდი (2,9%) 

როგორც ვხედავთ, ამ სიაში შედიან ისეთი დიდი სახელმწიფოები, როგორიცაა: ეგვიპტე, ინდონეზია, თურქეთი, ჩინეთი, ნიგერია, ალჟირი, ფილიპინები და მაროკო. ამ ქვეყნების მოსახლეობა მრავალრიცხოვანია, ხოლო მათი უმრავლესობის პოლიტიკური სისტემა – არც ისე სტაბილური. შესაბამისად, ხორბლის დეფიციტმა დედამიწის სხვადასხვა კუთხეში შეიძლება დესტაბილიზაცია გამოიწვიოს და ამ პროცესის შედეგები კატასტროფული გამოდგეს. იმედია, უკრაინაში კონფლიქტში მონაწილე მხარეებს, უპირველესად რუსეთს, გონიერება ეყოფათ, რათა წლევანდელი მოსავალი, ომის მიუხედავად, უდანაკარგოდ აიღონ და ხორბლის შესაძლო დეფიციტი თავიდან იქნეს აცილებული.

გიორგი ჯანელიძე

ისტორიკოსი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close