მსოფლიოპოლიტიკა

ერთი მილიონი დოლარი გატაცებული ან ნაალაფარი თვითმფრინავისთვის – უკრაინამ კიდევ ერთი ფულადი პრემია დააწესა

რადაში უკრაინის მმართველი პარტიის, „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ლიდერი დავით არახამია სოციალურ ქსელში წერს, რომ უკრაინის სახელმწიფო სამრეწველო-თავდაცვითი კონცერნი მზად არის, ერთი მილიონი დოლარი გადაიხადოს სამხედრო თვითმფრინავების სანაცვლოდ.

„სახელმწიფო კონცერნი „უკრობორონპრომი“ მზად არის, ერთი მილიონი დოლარის ოდენობის პრემია გადაიხადოს გატაცებული ან ნაალაფარი თვითმფრინავისთვის. ასევე, განაგრძობს მოქმედებას პროგრამა, რომელიც მუშა მდგომარეობაში გატაცებული ვერტმფრენისთვის 500 ათას დოლარს ითვალისწინებს.

რუსი მფრინავებისთვის, რომლებიც მზად არიან, მონაწილეობა მიიღონ პროგრამაში, უზრუნველვყოფთ თავისუფალი ქვეყნის მოქალაქეობის გაცემას“, – წერს დავით არახამია სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.

შეგახსენებთ,რომ უკრაინაში უკვე მოქმედებს პროგრამა, რომლის პირობითაც, პირი, რომელიც ოკუპანტების მუშა მდგომარეობაში მყოფ ვერტმფრენს გაიტაცებს და სახელმწიფოს გადასცემს, სანაცვლოდ 500 000 აშშ დოლარს მიიღებს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close