მსოფლიოპოლიტიკა

BBC: კიევისკენ მიმავალი რუსული მძიმე ტექნიკის კოლონა შეჩერდა – რა არის მიზეზი?

ამერიკული დაზვერვის მონაცემებით, რუსული საბრძოლო ტექნიკის მრავალკილომეტრიანი კოლონა, რომელიც კიევისკენ მიემართებოდა, ამჟამად გაჩერებულია ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზით. ამის შესახებ BBC იუწყება.

ინფორმაცია 2 მარტს ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე დაადასტურა აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ. მისი თქმით, რუსებმა ჩრდილოეთიდან კიევისკენ გადაადგილება შეაჩერეს. აშშ კოლონაზე დაკვირვებას განაგრძობს.

ჯონ კირბის თანახმად, ბოლო 24-36 საათში რუსულ ძალებს გეოგრაფიული თვალსაზრისით რაიმე საგრძნობი პროგრესისთვის არ მიუღწევიათ. პენტაგონის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, ამას შესაძლოა ჰქონდეს რამდენიმე მიზეზი: იმის გამო, რომ რუსეთმა უკრაინაში არსებითი შედეგის მიღწევა ვერ შეძლო, ამჟამად ძალების გადაჯგუფებას ახდენს და, ამასთან, რუსული ძალები განიცდიან ლოგისტიკის და მომარაგების პრობლემებს. ჯონ კირბიმ მიზეზად დაასახელა უკრაინელების წინააღმდეგობაც.

  • პრეზიდენტ პუტინის განკარგულებით, რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრნენ.
  • პუტინმა “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” მიზნად გამოაცხადა უკრაინის “დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია”. რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს აწარმოებს სამი მხრიდან – ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან(დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან(ანექსირებული ყირიმი).
  • პირველ მარტს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ კიდევ ერთ ამოცანად გამოაცხადა „რუსეთის დაცვა დასავლეთის ქვეყნების მიერ შექმნილი სამხედრო საფრთხისგან“.
  • უკრაინაზე თავდასხმის გამო, რუსეთის ეკონომიკის, საფინანსო სისტემის, ხელისუფლების და მასთან დაახლოებული პირების წინააღმდეგ სერიოზული სანქციები აამოქმედეს ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა.
  • რუსეთისთვის სანქციებით გამოცხადებული ბრძოლის გარდა, დასავლეთი უკრაინას უწევს ფინანსურ და სამხედრო დახმარებას.
  • ამ ფონზე, 27 თებერვალს პრეზიდენტმა პუტინმა განსაკუთრებულ რეჟიმში გადაიყვანა რუსეთის არმიის შეკავების ძალები, რომელთა არსენალში ბირთვული იარაღიცაა.
  • 2 მარტს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ პირველად გამოაქვეყნა ოფიციალური მონაცემები, რომელთა თანახმად, უკრაინაში დაღუპულია 498 რუსი სამხედრო და დაჭრილია 1597.

radiotavisufleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close