მსოფლიოპოლიტიკა

რუსეთი თავის ჯარისკაცებს 7 წლის წინ ვადაგასული საკვებით კვებავს (ვიდეო)

რუსეთი თავის ჯარისკაცებს ვადაგასული საკვებით კვებავს. უკრაინელმა სამხედროებმა ე. წ. მშრალი რაციონის ყუთები იპოვეს, რომელსაც ვადა 2015 წელს გაუვიდა.

ნებისმიერი ქვეყნისთვის საველე პირობებში ჯარის გამოკვება პრიორიტეტული საკითხია, რადგან მეომრის ბრძოლისუნარიანობა მინერალენით და ვიტამინებით დაბალანსებული რაციონის პირდაპირპროპორციულია. მის დაკომპლექტებაზე ინსტიტუტები მუშაობენ და ვარგისიანობა მკაცრად კონტროლდება.

თუმცა რუსეთში, როგორც ირკვევა, სხვა სტანდარტებია. ვიდეოში ჩანს ჯარისკაცთა საკვები, რომელსაც გამოყენების ვადად 2015 წელი აწერია. უკრაინელი სამხედროები ვიდეოთი მიმართავენ რუს ჯარისკაცებს და მათ დედებს:

„რა დონის დებილები არიან თქვენი გენერლები, რომლებიც საკუთარ ჯარისკაცებს ვადაგასული რაციონით ამარაგებენ. რუსო ჯარისკაცებო, რუსი ჯარისკაცების დედებო, ახლა 2022 წლის თებერვალია, თქვენ უკრაინაში ხართ, არ იცით, რატომ იხოცებით და თან გაჭმევენ ვადაგასულ საკვებს.

რუსი ჯარისკაცების დედებო, წაიყვანეთ თქვენი შვილები, სანამ ყველანი არ დაიხოცნენ… ვადაგასული საკვებს აჭმევენ, ხვდებით, როგორ არ აინტერესებთ თქვენი შვილები?

დიდება უკრაინას.

დიდება გმირებს!

ბიჭებო წადით სახლებში. დედებო, წაიყვანეთ შვილები”.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close