fbpx
მსოფლიოპოლიტიკა

ევროპარლამენტმა უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირა. მედიის ცნობით, შესაბამის გადაწყვეტილებას 676 წევრიდან 637-მა მისცა ხმა, 13 წინააღმდეგი იყო და 26-მა წევრმა თავი შეიკავა.

ამის შემდეგ რეზოლუცია დასამტკიცებლად ევროკავშირის საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს გადაეცემათ. აღსანიშნავია, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია სარეკომენდაციო ხასიათისაა. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასა და გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს ევროკავშირის საბჭო და წევრი სახელმწიფოები იღებენ.

ევროპარლამენტის მიერ მიღებული დოკუმენტი ასევე გმობს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას.

გუშინ პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადს ხელი მოაწერა, რის შემდეგაც, ევროკავშირმა განაცხადის განხილვის პროცედურა დაიწყო.

ამჟამად ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნების სტატუსს ფლობენ ალბანეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, სერბეთი და თურქეთი.

1tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close