მილანის მერი ჯუზეპე სალა მოუწოდებს ცნობილ რუს დირიჟორს ვალერი გერგიევს, დაგმოს თავდასხმა უკრაინაზე, თუ სურს მილანის „ლა სკალას“ თეატრთან თანამშრომლობის გაგრძელება. გერგიევი, რომელიც ვლადიმირ პუტინის მხარდამჭერია, ამჟამად „ლა სკალაში“ ჩაიკოვსკის „პიკის ქალს“ დგამს. ინფორმაციას იტალიური სააგენტო „ანსა“ ავრცელებს.
„ლა სკალაში“ გვაქვს „პიკის ქალი“ მაესტრო ვალერი გერგიევის ხელმძღვანელობით, რომელმაც არაერთხელ განაცხადა, რომ პუტინთან დაახლოებულია. ჩვენ, თეატრის დირექტორთან ერთად ვთხოვთ მას, დაიკავოს მკაფიო პოზიცია ამ ინტერვენციასთან დაკავშირებით, წინააღმდეგ შემთხვევაში იძულებულნი ვიქნებით, დავასრულოთ ეს თანამშრომლობა“, – განაცხადა მილანის მერმა.
ნინო ხოშტარია
კომენტარები