მსოფლიოსაზოგადოება

აშშ-ში ქალმა ლატარიაში ნახევარი მილიონი მოიგო, თუმცა დაავიწყდა, სად შეინახა ბილეთი

ჩრდილოეთ კაროლინაში (აშშ) 2 მცირეწლოვანი შვილის დედამ, მაია გრეჰემმა გასული წლის 6 სექტემბერს Quick Pick-ის ლატარიაში $532 234 მოიგო, თუმცა მოგება კინაღამ გაუუქმდა. საქმე ის არის, რომ მომგებიანი რიცხვების გაგების შემდეგ ქალმა ბილეთი ვეღარ იპოვა.

მისი თქმით, საცხოვრებელი ბინა შეიცვალა და გადაბარგების აურზაურის გამო ვეღარ იხსენებდა, სად შეინახა ბილეთი. საბედნიეროდ, თვეების ძებნის შემდეგ მან მომგებიანი ლატარიის ბილეთი ძველ სასკოლო რვეულში იპოვა ცოტა ხნით ადრე, სანამ ბილეთის წარდგენის ვადა ამოიწურებოდა (6 მარტს).

„ბოლო თვეები ძალიან სტრესული იყო ბილეთის ძებნაში, – თქვა ქალმა. – საერთოდ არ მახსოვდა, სად შევინახე“.

მისი თქმით, მოგებული ფულით შვებულებას მოიწყობს, გადაიხდის კრედიტებს, გააკეთებს ინვესტიციებს და ფულს გადადებს თავისი ორი მცირეწლოვანი შვილის აღსაზრდელად.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close