ფიგურული სრიალის რუსი ვარსკვლავის ოლიმპიური სკანდალი – რა ბრალდებებს უყენებენ სპორტსმენის მწვრთნელს ეთერ თუთბერიძეს
რუსული ბიოპოლიტიკის მძევალი ბავშვები
ფიგურული სრიალის რუსი ვარსკვლავის, არასრულწლოვან კამილა ვალიევას ოლიმპიური დოპინგ-სკანდალის შემდეგ სოციალური ქსელების რუსულ სივრცეში სპორტსმენის ცნობილი მწვრთნელის, ეთერი თუთბერიძისა და მისი სამწვრთნელო შტაბის მასობრივი მხილება-ბრალდების კამპანია დაიწყო. სპორტის მოყვარულები წერენ, რომ მწვრთნელი დამნაშავეა ახალგაზრდა სპორტსმენების „ცხოვრების დანგრევაში“, ასევე იხსენებენ თუთბერიძის ხისტ გამონათქვამებსა და მის მიერ „დაღუპულ“ სხვა სპორტსმენებს.
რამდენიმე დღეა რუსულენოვანი ტვიტერის თემებში ჰეშტეგი #позорТутберидзе (#სირცხვილითუთბერიძე) ლიდერობს. პროფესიონალი ანალიტიკოსები კი მიიჩნევენ, რომ კამილა ვალიევას ოლიმპიური სკანდალი სულაც არ არის „სპორტული“, რადგან, მათი აზრით, სინამდვილეში პრობლემა უფრო ფართოა, ვიდრე მწვრთნელებისა და ექიმების დაუდევრობა, რომლის გამოც სპორტსმენის სისხლში 2014 წლიდან საერთაშორისო ანტიდოპინგური სააგენტოს მიერ აკრძალული პრეპარატი აღმოჩნდა. პრობლემა ისაა, რომ რუსეთი ოლიმპიურ თამაშებზე წარმოდგენილია არასრულწლოვანი სპორტსმენით, რომელსაც შეუძლია მოიგოს ოლიმპიური ოქრო და ობიექტურადაც არის მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ფიგურისტი ქალი, მაგრამ ასაკის გამო არ შეუძლია იყოს სრულად პასუხისმგებელი თავის ქმედებებზე. პრობლემაა ისიც, რომ რუსეთში ხდება „ბავშვთა ექსპლუატაცია „დერჟავის“ სპორტული დიდებისთვის“.
#სირცხვილითუთბერიძე
#სირცხვილითუთბერიძე – თავდაპირველად ეს ჰეშტეგი გაჩნდა მომხმარებლის “Встала и пошла” („ადგა და წავიდა“) ტრენდში, სადაც თავი მოიყარა ინფორმაციამ იმ ტრავმებისა და ფსიქიკური პრობლემების შესახებ, რომელთა გადატანაც მოუწიათ თუთბერიძის მოწაფეებს. კერძოდ, ნახსენები იყო იულია ლიპნიცკაია, სოჭი-2014-ის ოლიმპიური ჩემპიონი გუნდურ ტურნირში. მოციგურავემ კარიერა 19 წლის ასაკში დაასრულა მას შემდეგ, რაც კლინიკაში მოხვდა ანორექსიის (კვების დარღვევა, რომლის დროსაც ადამიანი მუდამ ცდილობს წონაში დაკლებას) დიაგნოზით. სოჭის თამაშების წინ თუთბერიძემ თქვა, რომ ლიპნიცკაიას ჭარბი წონის პრობლემა ჰქონდა.
С самым ценным каскадом без ультра си (триксели/квады).
Помариновав Алину немного после перелома руки и ноги, Этери “смилостивилась” и взяла её в группу. Думаю, сработал букет💐 с которым к ней пришли попрощаться pic.twitter.com/ohWKX2l0gp
— Встала и пошла (@lexis_amonet) February 12, 2022
„ასეთი რამ ჩემს საქმიანობაში აქამდე არ შემხვედრია. უბრალოდ, საერთოდ არ უნდა ჭამოს. როდესაც წონაში დაკლება სჭირდება, მხოლოდ SQUEEZY-ის ფხვნილს იღებს. ძალიან უჭირს და წონაც ძნელად ჩამოდის ქვევით – 100 გრამით დღეში, მაგრამ ის უმკლავდება გამოწვევას“, – თქვა მაშინ ეთერი თუთბერიძემ.
თუთბერიძის კიდევ ერთმა აღზრდილმა, ევგენია მედვედევამ უმაღლესი დონის გამოსვლები დაასრულა ხერხემლის ტრავმის შემდეგ. სპორტის გულშემატკივრებმა სამწვრთნელო შტაბს ბრალი დასდეს იმაში, რომ მედვედევა არანორმალური ფიზიკური დატვირთვებით მალთაშუა ნერვის დაჭიმვამდე მიიყვანეს. ასევე გაიხსენეს მოციგურავე ალინა ზაგიტოვას მრავალჯერადი დაზიანებები.
Сколько ещё детей должно пострадать? #позорТутберидзе #shameontutberidze pic.twitter.com/bD2KWZ3l6E
— nika! ⛸🤍🐼 бутылка рафаэля арутюняна (@kostobell) February 12, 2022
ეთერი თუთბერიძეს თვალთმაქცობაშიც სდებდნენ ბრალს: თითქოსდა, ვალიევას სკანდალის აქტიური ფაზის დროს მან სპორტსმენი „ბრბოს საჯიჯგნად“შეატოვა.
თავად თუთბერიძემ შექმნილი ვითარების კომენტირებისას განაცხადა, რომ სამწვრთნელო შტაბს 15 წლის მოციგურავე არ მიუტოვებია. „ჩვენ სპორტსმენებთან ერთად ვართ ჭირშიც და ლხინშიც“, – განაცხადა მწვრთნელმა და დასძინა, რომ კამილა „უდანაშაულო და სუფთაა“.
გააგრძელე კითხვა აქ: radiotavisupleba.ge
კომენტარები