მსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტები

პეტერბურგში კუჭის კონტრასტული რენტგენის გადაღებისას 7 ადამიანი დაიღუპა – რა გაირკვა კლინიკის შემოწმების შემდეგ

სანკტ-პეტერბურგის ერთ-ერთ კლინიკაში 7 პაციენტის გარდაცვალების საქმეზე  ბრალდებულების რიცხვი იზრდება. ხელმძღვანელი პირების გარდა დააკავეს ექთანიც, რომელიც შემდგომ სასამართლომ გაუსვლელობის ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

იანვარში კლინიკაში 3 პაციენტი მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც ბარიუმის სულფატის გამოყენებით კუჭის რენტგენი გადაიღო. მოგვიანებით გარდაცვლილთა რიცხვი, რომლებმაც პროცედურა დეკემბერ-იანვარში გაიარეს, 7-მდე გაიზარდა, დაზარალებულთა რაოდენობა კი 23-ს აღწევს.

საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე გაუფრთხილებლობით სიკვდილის გამოწვევისა და უსაფრთხოების მოთხოვნებს შეუსაბამო სამედიცინო საქონლის შენახვის მუხლებით აღძრა.

საქმეზე დააკავეს ცენტრის მთავარი ექიმი და რადიოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი. სასამართლომ მათ პატიმრობა მიუსაჯა.

გამომძიებლების თქმით, კლინიკამ შეიძინა პრეპარატი, რომელიც არ იყო შეტანილი მედიკამენტების სახელმწიფო რეესტრში და უსაფრთხოების მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა .

წყარო: rustavi2.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close