სპორტი

პეკინი 2022 – მორის ყვითელაშვილი ფინალურ ეტაპზე იასპარეზებს (ვიდეო)

ქართველმა მოციგურავემ კარიერაში საუკეთესო შედეგი აჩვენა, მეხუთე ადგილი დაიკავა და ოლიმპიური მედლისთვის იბრძოლებს

პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე დღეს ფიგურულ ციგურაობაში ჩატარდა ინდივიდუალური ასპარეზობა კაცებში, სადაც საქართველოს სახელით მორის ყვითელაშვილი გამოვიდა.

ყვითელაშვილმა მოკლე პროგრამა შესანიშნავად შეასრულა, 97.98 ქულა დააგროვა და 30 სპორტსმენს შორის მე-5 ადგილი დაიკავა, რამაც საშუალება მისცა, ფინალურ ეტაპზე გადასულიყო.

ფინალში, რომელიც 10 თებერვალს გაიმართება, გამოცდილი ქართველი სპორტსმენი თავისუფალ პროგრამაში მედლისთვის იბრძოლებს 23 სპორტსმენთან ერთად, რომლებმაც ასევე გადალახეს საკვალიფიკაციო ეტაპი.

მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზე აშშ-ის წარმომადგენელი ნათან ჩენია, რომელმაც საკვალიფიკაციო ეტაპზე  113.97 ქულა დააგროვა და ერთპიროვნული ლიდერია.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close