გია ბაღაშვილი ცოლს დაშორდა – ვინ არის „ქართველი ოდრის“, თაკო ტაბატაძის რჩეული
გია ბაღაშვილმა 19 წლით უმცროს თაკოზე 13 წლის წინ იქორწინა
მუსიკოსი გია ბაღაშვილი და მისი მეუღლე თაკო ტაბატაძე, რომელსაც ქართველ ოდრი ჰეპბერნსაც უწოდებენ, როგორც ჩანს, დაშორდნენ. წყვილს ოთხი შვილი ჰყავს.
აღარც თაკო ტაბატაძეს და არც გია ბაღაშვილს ერთად გადაღებული სურათები უკვე დიდი ხანია აღარ უდევთ სოციალური ქსელის პირად გვერდებზე. თაკო ტაბატაძის ახალი რჩეული ცნობილი ფეხბურთელია. წყვილი ერთად გადაღებულ „სთორებს“ უკვე რამდენიმე დღეა აქვეყნებს და მასზე 8 წლით უმცროსმა სპანდერამ (ნუგო სპანდერაშვილი) თაკოსთან ერთად გადაღებული რომანტიკული ფოტო უკვე საჯაროდაც გამოაქვეყნა ინსტაგრამზე.
View this post on Instagram
ბოლო დროს მსახიობი, რომელიც ძალიან ჰგავს ოდრი ჰეპბერნს და მას ხშირად უღებენ ფოტოებს მის სტილში, ხშირად აქვეყნებს რომანტიკულ ვიდეოებსა თუ ფოტოებს, სადაც მისი ახალი რჩეული ჩანს.
View this post on Instagram
გია ბაღაშვილი და თაკო ტაბატაძე 2009 წელს დაქორწინდნენ. მაშინ თაკო 18 წლის იყო და მათ შორის ასაკობრივი სხვაობის გამო ბევრს საუბრობდნენ. თაკო გიაზე 19 წლით უმცროსია.
sputnik-georgia.com
კომენტარები