ქართველები უცხოეთში

ვიქტორ სანეევის დაკრძალვის ცერემონია სიდნეიში ქართული სიმღერების თანხლებით (ვიდეო)

ლეგენდარული ქართველი მძლეოსანი, ვიქტორ სანეევი დღეს, 13 იანვარს სიდნეიში დაკრძალეს.

ცერემონიაზე, რომელიც სიდნეის გარეუბან საზერლენდშიოლსენის სამლოცველოში გაიმართა, გამოსამშვიდობებელი სიტყვები წარმოთქვეს ავსტრალიელმა ჟურნალისტმა და მძლეოსნობის მწვრთნელმა მაიკ ჰარსტმა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა (1980 წ.), უზბეკმა ერკინ შაგაევმა.

ცნობილი ამერიკელი ჯაზმენის, კით ჯარეტის კომპოზიციასთან ერთად ცერემონიაზე ჟღერდა ორი ქართული სიმღერის ჩანაწერი – „საქართველოო ლამაზო“ და „ზამთარია“ „ცისფერი ტრიოს“ შესრულებით.

სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი სამმაგ ხტომაში (1968, 1972 და 1976), მეოცე საუკუნის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად აღიარებული ვიქტორ სანეევი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1992 წელს ოჯახით ავსტრალიაში გადავიდა საცხოვრებლად და ბოლო წლები იქ გაატარა. იგი 3 იანვარს გარდაიცვალა 76 წლის ასაკში.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close