საზოგადოებასაბერძნეთი

საბერძნეთი: 90 წლის ქალმა ანდერძით 1 მლნ ევრო არა ნათესავებს, არამედ ოჯახის დამხმარე ემიგრანტს დაუტოვა

საბერძნეთის ქალაქ პატრაში გარდაცვლილი 90 წლის მოხუცი ქალის ნათესავებმა ყურებს არ დაუჯერეს, როდესაც მისი ანდერძი გაიხსნა – აღმოჩნდა, რომ ქალმა მთელი თავისი ქონება, 1 მლნ ევრო ალბანელ ოჯახის დამხმარეს და მის ქმარს დაუტოვა, რომლებიც სიცოცხლის ბოლო წლებში მასზე ზრუნავდნენ. ნათესავები აპირებენ, სასამართლოს მიმართონ და ანდერძი გაასაჩივრონ. ამის შესახებ ბერძნული მედია წერს.

ეს ყველაფერი რამდენიმე დღის წინ დაიწყო, როდესაც 90 წლის ქალის 2019 წლის აგვისტოში შედგენილი ანდერძი გაიხსნა და მისი შინაარსი გახდა ცნობილი. ალბანურ ოჯახს, რომელიც ბოლო წლებში მოხუცზე ზრუნავდა, ამ უკანასკნელმა 1 მლნ ევრო დაუტოვა. pelop.gr-ის ცნობით, როდესაც ანდერძს წერდა, მოხუცი თავის ქმედებას აცნობიერებდა.

თუმცა საყურადღებოა ერთი ფაქტი: ბოლო აბზაცში წერია, რომ მოხუცს ანდერძზე ხელი არ მოუწერია, რადგან „ხელები აუკანკალდა და ამის გაკეთება ვეღარ შეძლო“.

ამ დეტალმა ნათესავები დააეჭვა და აღაშფოთა. ისინი ეჭვქვეშ აყენებენ ანდერძის ნამდვილობას იმის მიუხედავად, რომ ის 3 მოწმის თანდასწრებით იყო შედგენილი.

ფაქტობრივად, ნათესავებმა მიუთითეს, რომ 90 წლის მომაკვდავ ქალს დემენცია აწუხებდა და გაცნობიერებულად ანდერძს ვერ დაწერდა, ამიტომ სასამართლოს მიმართავენ სიმართლის დასადგენად და მემკვიდრეობის საკუთარი წილის მისაღებად.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close