მსოფლიოპოლიტიკა

„ჩინეთის პრეზიდენტი მკვლელია, პეკინმა კორონავირუსის წარმოშობისთვის რეპარაციები უნდა გადაიხადოს“, – აცხადებს დონალდ ტრამპი

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჩინეთის პრეზიდენტი „მკვლელია“ და პეკინმა კოვიდ-19-ის წარმოშობისთვის რეპარაციები უნდა გადაიხადოს.

„ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში ტრამპმა მსოფლიოსთვის კოვიდ-19-ისგან მიყენებული ზარალი 60 ტრილიონ დოლარად შეაფასა.

„მათ უნდა გადაიხადონ რეპარაციები, მაგრამ ჩინეთს არ აქვს ფული რეპარაციების გადასახდელად.  დარწმუნებული ვარ – და ეს ეხება არა მხოლოდ შეერთებულ შტატებს, არამედ მთელ მსოფლიოს – რომ ზარალი 60 ტრილიონი დოლარია. ჩინეთს არ აქვს 60 ტრილიონი, მაგრამ რაღაც უნდა გააკეთოს ზარალის გამოსასწორებლად“, – განაცხადა ტრამპმა.

worldometers.info-ს მონაცემებით, ამ დროისთვის მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუს SARS-CoV-2-ით გარდაცვლილია 5 371 169 ადამიანი, სულ რეგისტრირებულია 275 036 517 შემთხვევა, რომელთაგან გამოჯანმრთელდა 246 819 322.

ჩინეთი, საიდანაც ეპიდემია გავრცელდა, ადამიანური მსხვერპლის თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად დაზარალებულია – ამ დროისთვის ინფიცირებულთა რაოდენობის მხრივ 113-ე ადგილზეა 224 ქვეყანას შორის. ჩინეთში ოფიციალურად დადასტურებულია 100 386 შემთხვევა (9-ჯერ ნაკლები, ვიდრე საქართველოში – 910 456), გარდაიცვალა 4636 ადამიანი (თითქმის სამჯერ ნაკლები, ვიდრე საქართველოში -13 116); ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია 102 ახალი შემთხვევა (საქართველოში – 1296, რადგან კვირა დღე იყო), გარდაცვალებით კი არავინ გარდაცვლილა (საქართველოში გასულ ერთ დღეში კიდევ 45 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით).

ინფიცირებულთა დადასტურებული რაოდენობის მხრივ პირველ ადგილზეა აშშ – 51 765 714, სადაც კოვიდ-19-ს 827 323 ადამიანი შეეწირა.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close