როდის და როგორ კარგავენ სიყვარულს ზოდიაქოს ნიშნები
რა ნიშან-თვისებები აიძულებს ზოდიაქოს ნიშნებს, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობები გაწყვიტონ?
სიყვარული ზოდიაქოს თითოეულმა ნიშანმა თავისებური იცის, განშორების მიზეზი მათთვის სრულიად სხვადასხვა შეიძლება იყოს, ზოგიერთი ნიშანი საყვარელ ადამიანს გარკვეულ თვისებას ან შეცდომას არ პატიობს მაშინ, როცა სხვა ნიშნისთვის ეს შეცდომაცა და თვისებაც არაფერს ნიშნავს.
შეიტყვეთ ჩვენი ჰოროსკოპით, როდის კარგავენ სიყვარულს ზოდიაქოს ნიშნები, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი თითოეულ შემთხვევაში.
როდესაც ურთიერთობებში რაღაც ისე არ მიდის, როგორც საჭიროა, თქვენ ძალზე ამაყი ბრძანდებით იმისთვის, რომ საკუთარი შეცდომები აღიაროთ. ბოლოს და ბოლოს, უმნიშვნელო პრობლემა თქვენსა და თქვენს პარტნიორს შორის უფსკრულს აჩენს, რომლის ამოვსებაც თქვენთვის უკვე შეუძლებელია.
კურო
თუნდაც შეყვარებული იყოთ, ვინმეს სრული ნდობა თქვენთვის ძალზე რთულია. და როდესაც თქვენს ნდობას ღალატობენ, თქვენი გრძნობებიც ქრება.
ტყუპი
თქვენ თვითონ მოიგონეთ თქვენი ურთიერთობები, შემდეგ კი ჯადოქრობა გაქრა…
თქვენი სენტიმენტალური ბუნება წარსულში დაბრუნებას გაიძულებთ. არ შეგიძლიათ ყურადღების კონცენტრირება ახალ სიყვარულზე, როდესაც თქვენი გონება წარსულზე ფიქრებითაა დაკავებული.
როგორც კი გაიფიქრებთ, რომ ვიღაც თქვენს სიკეთეს იყენებს, თქვენი სიყვარული ამ ადამიანის მიმართ ქრება და მისი დაბრუნების საშუალება არ არსებობს.
ქალწული
თქვენ მუდმივად ყველაფერს აანალიზებთ და ძალზე ორგანიზებული ხართ, ამიტომ თქვენთვის ძალზე რთულია ისეთი ადამიანის სიყვარული, რომელსაც ასეთი თვისებები არ გააჩნია. თქვენ კარგავთ სიყვარულს, როდესაც ხედავთ, რომ ადამიანი ცხოვრების გზაზე ფეხს ვერ გიწყობთ.
როდესაც გღალატობენ, პარტნიორის პატიებას ცდილობთ და ამას აკეთებთ, მაგრამ დავიწყება არ შეგიძლიათ. სწორედ ეს გაიძულებთ ურთიერთობების გაწყვეტას.
მორიელი
მაშინ კარგავთ სიყვარულს, როდესაც თქვენს ურთიერთობებში ვნება სუსტდება.
მშვილდოსანი
საკუთარ დამოუკიდებლობას აფასებთ. როდესაც ადამიანი, რომელიც გიყვართ, თქვენს გაკონტროლებას ცდილობს, მაშინვე შორდებით მას. ისეთი ადამიანი გჭირდებათ, რომელიც გაიგებს თქვენს დამოუკიდებლობას და არ შეეცდება მის დათრგუნვას.
თქვენ საოცრად ამბიციური ბრძანდებით და სიყვარულს იმ მომენტში კარგავთ, როდესაც გააცნობიერებთ, რომ ადამიანი, რომელზეც ზრუნავთ, არ არის თქვენნაირად ამბიციური. თუ მსგავსი მიზნები არ გაქვთ, თქვენ დამშვიდობებისთვის მზად ხართ.
მოკრძალებული ბრძანდებით და გარშემო ასეთივე ადამიანების შემოკრება გიყვართ. თუნდაც ვინმე გიყვარდეთ, არ შეგიძლიათ საქმის დაჭერა ზედმეტად მაღალი ეგოს მქონე ადამიანთან.
გამოუსწორებელი რომანტიკოსი ბრძანდებით. თქვენს შესანარჩუნებლად პარტნიორმა ურთიერთობებში რომანტიკა უნდა შეინარჩუნოს. თუ ის ამას არ გააკეთებს, მის მიმართ სიყვარულს კარგავთ.
sputnik-georgia.com
კომენტარები