ქართველები უცხოეთშიკრიმინალი

ბარსელონაში სპეცოპერაციის შედეგად საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

ბარსელონაში ჩატარდა მასშტაბური სპეცოპერაცია, კოდური სახელწოდებით „ბანუ“, რომლის დროსაც ქართული კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს.

სამართალდამცველებმა 9 ეჭვმიტანილი დააკავეს, მთაგან 8 – საქართველოს მოქალაქე და ერთი – რუსეთის ფედერაციის.

7 ბინაში, სადაც დაკავებულები ცხოვრობდნენ, პოლიციის განჩინებით, ჩხრეკა ჩატარდა.

შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულები სასამართლოს წინაშე 22 ოქტომბერს წარდგნენ.  ყველა დაკავებულს ბრალად ედება ბინების ძარცვა და კრიმინალური დაჯგუფების წევრობა (ესპანეთის სსკ-ის 237-ე და 570-ე მუხლები). მათ 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

საქართველოს შსს-ს განცხადებით,  სპეცოპერაციას წინ უძღოდა ერთწლიანი ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო სამუშაოები ესპანეთის სამეფოს კატალონიის ავტონომიური პოლიციის ტრანსნაციონალურ დანაშაულთან ბრძოლის დანაყოფის, ესპანეთის სამოქალაქო გვარდიისა და ესპანეთის სამეფოში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის პოლიციის ატაშეს თანამშრომლობით, დანაშაულების გამოვლენის, ზემოაღნიშნული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე, მათი კავშირების დადგენისა და ოპერაციის დაგეგმვის მიზნით,

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიზნით, ევროპის ქვეყნებში წარგზავნილი პოლიციის ატაშეების მეშვეობით კვლავ აქტიურად განაგრძობს თანამშრომლობას ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებთან, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close