პოლიტიკაკრიმინალი

ხორვატიის ყოფილ პრემიერს ქრთამის აღების საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ხორვატიის უზენაესმა სასამართლომ ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ივო სანადერს კორუფციის საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

სანადერი სახელმწიფო ნავთობგადამამუშავებელი კომპანია INA-ს უნგრული კომპანია MOL-ისთვის მიყიდვის სანაცვლოდ 5 მილიონი ევროს ოდენობით ქრთამის აღებაში დამნაშავედ ცნეს. ხორვატიაში MOL-ის ფილიალის ხელმძღვანელს, ჟოლტ ჰერნადის დაუსწრებლად 2-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

სანადერი ხორვატიის მთავრობას 2003-2009 წლებში მეთაურობდა, შემდეგ კი თანამდებობიდან გადადგა და ავსტრიაში გაემგზავრა. აღსანიშნავია, რომ გადადგომამდე რამდენიმე ხნით ადრე მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, ამიტომ ავსტრიამ ის ხორვატიის ხელისუფლებას გადასცა. სანადერის სახლში სამართალდამცველებმა დიდი რაოდენობით უკანონოდ შეძენილი ხელოვნების ნიმუშები აღმოაჩინეს.

სასამართლოს გადაწყვეტილებით სანადერმა ჯარიმის სახით 5 მილიონი ევრო უნდა გადაიხადოს, ასეთივე ჯარიმა დაეკისრა მის პარტიას – „ხორვატიის დემოკრატიულ გაერთიანებას“. ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრი ანდრეი პლენკოვიჩი აცხადებს, რომ მისი პარტია პატივს სცემს კანონს და ჯარიმის თანხას გადაიხდის.

აღსანიშნავია, რომ 68 წლის სანადერი უკვე იხდის სასჯელს 2008 წელს ქრთამის აღების კიდევ ერთ ფაქტზე, როდესაც მისი თანაპარტიელის საკუთრებაში არსებული შენობა ერთ-ერთმა სამინისტრომ საბაზრო ფასთან შედარებით ორჯერ უფრო ძვირად შეიძინა.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close