იტალიაპოლიტიკა

იტალიის სენატმა მთავრობას ნეონაცისტური პარტია „ფორცა ნუოვას“ დაშლის თხოვნით მიმართა

იტალიის სენატმა მთავრობას ნეონაცისტური პარტია „ფორცა ნუოვას“ დაშლის თხოვნით მიმართა.

გავრცელებული ინფორმაციით, პარტიის წევრები მონაწილეობდნენ ძალადობრივ საპროტესტო აქციებში, რომელიც ჯანდაცვის მუშაკებისთვის სავალდებულო „კოვიდ-19“-ის პასპორტების წინააღმდეგ იყო მიმართული.

„ფორცა ნუოვა“ 1997 წელს დაფუძნებული ულტრა-მემარჯვენე პარტიაა, რომლის წევრებიც არაერთხელ იყვნენ ბრალდებული მიგრანტებზე თავდასხმასა და პოლიციასთან შეტაკებაში.

ახლა პარტიის დაშლის საკითხს კენჭი ქვედა პალატამაც უნდა უყაროს. სხდომა ხუთშაბათს გაიმართება, რის შემდეგაც საბოლოო გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრი მიიღებს.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close