მომავლის საჭმელი – გენმოდიფიცირების შედეგად შექმნილი პროდუქტი
„მომავლის საჭმელი“ – ეს ფრაზა მსოფლიო ბაზარზე 15 წლის წინ გამოჩნდა, როდესაც გენეტიკურად მოდიფიცირებული საკვები პირველად იქნა წარმოდგენილი ამერიკის შეერთებულ შტატებში.
იმის გათვალისწინებით, რომ ადამიანთა პოპულაცია მსოფლიოში დღითიდღე მატულობს, 2050 წლისთვის დედამიწაზე 10 მილიარდზე მეტი ადამიანი იქნება, რის გამოც, თავისთავად, მეტი საკვები იქნება საჭირო.
წარმოგიდგენთ რამდენიმე ინგრედიენტს, რომელიც სამომავლოდ ფართოდ შეიძლება იყოს გამოყენებული ჩვენს ყოველდღიურ კვების რაციონში.
პროტეინის შემცველი მწერები – არ გაგიკვირდეთ, თუ თქვენ მიერ შეკვეთილ ბურგერებში სხვადასხვა სახის გადამუშავებულს მწერებს აღმოაჩენთ. მწერებით კვებას ენტომოფაგია ეწოდება. ეს უკვე ფართოდაა გავრცელებული ტაილანდში, ჩინეთში, მექსიკასა და აფრიკის რამდენიმე ქვეყანაში. მწერების ფერმის გაშენება სამომავლოდ მილიარდობით ადამიანის გამოსაკვებად ერთ-ერთი ალტერნატიული გზაა.
მცენარის ბაზაზე შექმნილი ხორცი – ხორცზე მოთხოვნა მსოფლიო მაშტაბით უფრო და უფრო იზრდება. სწორედ ამიტომ, მეცნიერებმა შეიმუშავეს ტექნოლოგია, რითაც შესაძლებელია იმავე გემოს მიღება მცენარეების საშუალებით. Beyond Meat, Fry Family, Impossible Foods – აღნიშნულმაკომპანიებმა უკვე შეძლეს ამ იდეის განხორციელება და წარმოადგინეს სხვადასხვა მცენარით შექმნილი მრავალი გემოს პროდუქტი, რომლის განსხვავება ხორცისგან ძალიან რთულია.
ხორცის მოყვარულებისთვის მეცნიერებმა, ასევე, შეიმუშავეს მეთოდი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდა საქონლის ძვლისგან სრულყოფილი ხორცის ლაბორატორიულად შექმნა. ის სრულიად უსაფრთხოა და ავსტრალიაში უკვე აქტიურად მოიხმარენ.
rustavi2.ge
კომენტარები