საზოგადოებასაქართველო
ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული მამაკაცი რეანიმაციაში რჩება
ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული 37 წლის ზვიად თავდგირიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ამის შესახებ კლინიკა „მედცენტრში“ განაცხადეს.
კლინიკის დირექტორის, მედეა ქაჯაიას თქმით, პაციენტი ინტენსიურ განყოფილებაში დარჩება, რადგან მდგომარეობა საყურადღებოა.
„პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ისევ ინტენსიურ განყოფილებაში რჩება, ალბათ რამდენიმე დღის განმავლობაში გავაჩერებთ იქ. ბევრი მაჩვენებელი ნორმაშია, მაგრამ მდგომარეობა საყურადღებოა“, – განაცხადა მედეა ქაჯაიამ.
37 წლის ზვიად თავდგირიძე გუშინ ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს.
კომენტარები