კრიმინალი

„ვპატიობ ჩემი შვილის მკვლელებს, ოღონდ დასრულდეს ასეთი ბოროტება ამ ქვეყანაზე“ – ნიკო კვარაცხელიას დედა

მკვლელები ცნობილია, მოტივი - უცნობი

15 სექტემბერს ვერაზე მოკლული 22 წლის ნიკო კვა­რა­ცხე­ლიას დედა იზა კვა­რა­ცხე­ლია იტა­ლი­ი­დან შვი­ლის მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ დაბ­რუნ­და. რო­გორც იგი ამ­ბობს, შვი­ლის მკვლელს ყვე­ლა­ფერს პა­ტი­ობს. ნი­კოს დე­დის სი­ტყვებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ოჯახის ახლობელი დარეჯან კვარაცხელია ავრცელებს.

„მი­პა­ტი­ე­ბია ყვე­ლას­თვის, ვპა­ტი­ობ ჩემი შვილის მკვლელებს, ოღონდ დასრულდეს ასეთი ბოროტება ამ ქვეყანაზე, ოღონდ ნიკო იყოს უკანასკნელი მსხვერპლი. მე არ  ვარ უბედური, მე ბედნიერი დედა ვარ, რადგან ნიკო ჩემი შვილია.

უბედურია იმ მკვლელის დედა, ვინ­ც ნი­კოს მკვლე­ლი გა­ზარ­და“, – თქვა ჩვენი გამორჩეული, მომავლის ბიჭის, ნიკოს დე­დამ …“ – წერს კვა­რა­ცხე­ლია.

ნიკო კვა­რა­ცხე­ლია „კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის“, გია კვა­რა­ცხე­ლი­ას შვი­ლია, თუმცა როგორც ნიკოს მამიდამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მის ძმის­შვილს კრიმინალურ სამყაროსთან კავშირი არასდროს ჰქონია. მას იმედი აქვს, რომ მტყუ­ან-მარ­თა­ლი მალე გა­ირ­კვე­ვა.

„პა­ტი­ვი ეცით ნი­კოს ხსოვ­ნას. მად­ლი­ე­რი ვართ თქვე­ნით, ნი­კოს რომ ასე მო­იხ­სე­ნი­ებთ. უბ­რა­ლოდ, ძა­ლი­ან გთხოვთ, არ შე­ფუ­თოთ ეს კრი­მი­ნა­ლუ­რი გარ­ჩე­ვით. არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი ნი­კოს ამ სამ­ყა­როს­თან არ აქვს.

ნუ აკი­დებთ ცოდ­ვებს ბავ­შვს, ჩვენს ოჯახს. ჩემს ძმას ამ­ხე­ლა და­ნა­შა­უ­ლე­ბი რომ ჰქო­ნო­და, თა­ვის ცოლ-შვილს სამ­შობ­ლო­ში და ამ შუ­ა­გულ ქა­ლაქ­ში ხუთი შვი­ლით არ აცხოვ­რებ­და.

მთე­ლი ნა­თე­სა­ვე­ბი ამ­დე­ნი წე­ლია აქ ვცხოვ­რობთ და არა­ნა­ი­რი საფრ­თხე არ გვიგ­რძვნია, არა­სო­დეს არა­ვი­სი შეგ­ვში­ნე­ბია, იმი­ტომ რომ ღვთი­სა და ქვეყ­ნის წი­ნა­შე მარ­თლე­ბი ვი­ყა­ვით. და­წყნარ­დე­ბა სი­ტუ­ა­ცია და მტყუან-მარ­თა­ლი გა­ირ­კვე­ვა“, – თქვა ნანი კვა­რა­ცხე­ლი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებთან საუბრისას.

პოლიციამ თბილისში, ვერაზე მომხდარი განზრახ მკვლელობიდან 72 საათის შემდეგ საქმე გაიხსნა. როგორც უწყების მიერ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, მკვლელობა წინასწარ იყო დაგეგმილი.

შშს-ს ცნობით, ნიკოლოზ კვარაცხელიაზე თავდამსხმელები არიან 2000 წელს დაბადებული ა.ჭ. და 1999 წელს დაბადებული გ.კ. ისინი მკვლელობის დღეს ისინი წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით მოქმედებდნენ და თავიდანვე ჰქონდათ განზრახული კვარაცხელიას მოკვლა. ახალგაზრდა კაცს თავდამსხმელები ნაქირავები ავტომანქანით ჩაუსაფრდნენ ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლთან და როცა იგი ქუჩაში გამოჩნდა, სულ ცოტა, 10 ტყვია ესროლეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მანქანითვე მიიმალნენ.

პოლიცია ამ დრომდე ეძებს მკვლელობაში ეჭვმიტანილებს. როგორც მედიამ გაარკვია, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე იძებნებიან 21 წლის აკო ჭელიძე  და 22 წლის გიორგი კავილაძე. ერთ-ერთი ვერსიით, ძებნილებმა საქართველოს საზღვარი უკვე დატოვეს.

გამოძიება დანაშაულის მოტივზე არ საუბრობს, თუმცა მედიაში ვრცელდება სავარაუდო ვერსიები. ერთ-ერთის მიხედვით აკაკი ჭელიძეს 22 წლის ბიჭის ჩაცხრილვა ე.წ. კანონიერი ქურდის დავით კაკულიას, იგივე „თბილისკის“, შვილებმა დაუკვეთეს.

ნიკო კვარაცხელიას სამ­შა­ბათს, 21 სექტემბერს სა­ბურ­თა­ლოს სა­საფ­ლა­ო­ზე დაკ­რძა­ლა­ვენ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close