საზოგადოება

საქსტატი: ექვს თვეში საქართველოში 21 839 ბავშვი დაიბადა

2021 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში 21 839 ბავშვი დაიბადა, ხოლო იმავე პერიოდში ქვეყანაში 25 821 ადამიანი გარდაიცვალა. ამ მონაცემებში კოვიდ-19-ით გარდაცვლილებიც შედიან. წინასწარ მაჩვენებლებს საქსტატი აქვეყნებს.

ამასთან, საქსტატის ცნობით, 2021 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) 3 982 კაცით განისაზღვრა. ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი მხოლოდ ქვეყნის ორ რეგიონში დაფიქსირდა: აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა (717) და ქვემო ქართლში (195).

მიმდინარე წელს ყველაზე მეტი ბავშვი დედაქალაქში დაიბადა – 7 101, აჭარაში – 2 556; გურიაში – 521; იმერეთში 4 286, კახეთში – 1 822; მცხეთა-მთიანეთში – 506; რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 123; სამეგრელოსა და ზემო სვანეთში – 1 529; სამცხე-ჯავახეთში – 926; ქვემო ქართლში – 2 499, შიდა ქართლში – 1 487.

რაც შეეხება გარდაცვალების სტატისტიკას, აქაც თბილისი „ლიდერობს“ 7 776 გარდაცვლილით, აჭარაში მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში  1 839 ადამიანი გარდაიცვალა; გურიაში – 930; იმერეთში – 4 286; კახეთში – 2 271; მცხეთა-მთიანეთში – 748; რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 377; სამეგრელოსა და ზემო სვანეთში – 2 501; სამცხე-ჯავახეთში – 970; ქვემო ქართლში – 2 304; შიდა ქართლში – 1 819.

2021 წლის 6 თვეში რეგისტრირებულია ქორწინების 9 163 და განქორწინების 4 675 შემთხვევა.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close