fbpx
მედიცინამსოფლიოპოლიტიკა

საფრანგეთში დღეიდან სავალდებულო ვაქცინაციის რეჟიმი ამოქმედდა მედიცინის მუშაკებისთვის

საფრანგეთში ოთხშაბათიდან, 15 სექტემბრიდან სამედიცინო პერსონალის სავალდებულო ვაქცინაციის რეჟიმი ამოქმედდა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.

კორონავირუსის საწინააღმდეგოდ მიღებული ეს ზომა, რომელიც დღეიდან შევიდა ძალაში, 2,7 მლნ დასაქმებულს შეეხება – საავადმყოფოების თანამშრომლებს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანების მძღოლებს, ხანდაზმულთა სახლების პერსონალს, კერძო ექიმებს, ოჯახის დამხმარეებს, ხანდაზმულთა მომვლელებს და სახანძრო სამსახურის მუშაკებს.

5 აგვისტოს საფრანგეთის საკონსტიტუციო საბჭომ პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს კორონავირუსის საწინააღმდეგო ახალი ზომების შესახებ მხარი დაუჭირა.

ულტიმატუმის ვადა ამოიწურა – მას შემდეგ, რაც ემანუელ მაკრონმა განაცხადა მზრუნველობის სისტემის (le système de soins) მუშაკთა სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ, 2 თვე გავიდა. ამ სფეროს მუშაკები, მუშაობა რომ გააგრძელონ, ერთი დოზით მაინც უნდა იყვნენ აცრილები. არსებული მონაცემებით, 12 სექტემბრისთვის სულ ცოტა, ერთი აცრა გაკეთებული აქვს ამ სფეროში დასაქმებულთა 89,3%-ს.  სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ შესაძლებელია 1-2% დარჩეს წინააღმდეგი. მათ სამუშაო კონტრაქტის შეჩერება ემუქრებათ. რამდენადაც ამ სფეროში დასაქმებულია 300 000-იდან à 350 000-მდე ადამიანი, მოსალოდნელია, რომ კონტრაქტი 3000-მდე პირს შეუჩერდება.

25 აგვისტოს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კორონავირუსის საწინააღმდეგო სავალდებულო ვაქცინაციის შეჩერების შესახებ 672 ფრანგი მეხანძრე-მაშველის (pompier) მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

მათ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართეს სარჩელით, უკანონოდ ეცნოთ სამაშველო სამსახურების თანამშრომლებისთვის სავალდებულო ვაქცინაცია. კერძოდ, ისინი თავიანთ სარჩელში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ორ მუხლს ეყრდობოდნენ: მე-2 მუხლი (სიცოცხლის უფლება) და მე-8 მუხლი (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება).

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში აღნიშნეს, რომ მეხანძრე-მაშველთა სარჩელთან დაკავშირებით სასამართლოს რეგლამენტის 39-ე წესს (დროებითი ზომა) ვერ გამოიყენებდნენ, რადგან სასამართლო ასეთ მოთხოვნებს მხოლოდ განსაკუთრებულ საფუძველზე აკმაყოფილებს, როდესაც განმცხადებლებს შეუქცევადი ზიანის რეალური საფრთხე ემუქრებათ.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close