როგორ გადაარჩინა იტალიელმა მყვინთავმა დედა დელფინი და მისი ნაშიერი
ლეგენდარული იტალიელი მყვინთავი ენცო მაიორკა (Enzo Maiorca) სირაკუზის მახლობლად ზღვაში ყვინთავდა თავის ქალიშვილ როსანასთან ერთად, რომელიც ნავში იჯდა. როცა ჩაყვინთა, ენცომ იგრძნო, რომ რაღაც მსუბუქად მოხვდა ზურგზე. იგი შემობრუნდა და დაინახა დელფინი; მიხვდა, რომ დელფინს არ უნდოდა თამაში, მაგრამ რაღაცას ანიშნებდა.
დელფინმა ჩაყვინთა და ენცოც გაჰყვა.
დაახლოებით 12 ფუტის სიღრმეზე კიდევ ერთი დელფინი, მიტოვებულ ბადეში იყო დაჭერილი.
მალიორკამ სთხოვა ქალიშვილს სასწრაფოდ მიეწოდებინა მისთვის მყვინთავის დანა. რამდენიმე წუთში მათ მოახერხეს დელფინის განთავისუფლება, რომელმაც თავისი უკანასკნელი ძალებით გამოსცა „თითქმის ადამიანის ტირილის მსგავსი ხმა“ (როგორც თავად მაიორკამ თქვა).
გათავისუფლებულმა, ჯერ კიდევ განცვიფრებულმა დელფინმა, ენცომ, როსანამ და კიდევ ერთმა დელფინმა ზედაპირზე ამოყვინთეს.
აღმოჩნდა, რომ ერთი კი არა, ორი არსება გადაარჩინა, რადგან გადარჩენილი დელფინი ორსულად იყო და მალევე გააჩინა შვილი.
ყოველივე ამის შემდეგ ენცომ თქვა: „სანამ ადამიანი არ ისწავლის ბუნების პატივისცემას და ლაპარაკს ცხოველთა სამყაროსთან, ის ვერასოდეს გაიგებს მის ნამდვილ როლს დედამიწაზე !!!“
წყარო: მწვანე ჰორიზონტის ფეისბუქგვერდი
P. S. ეს ისტორია 2009 წელს მოხდა და მის შესახებ ენცო მაიორკა თავად ჰყვება ვიდეოში, რომელიც იტალიურმა გამოცემა „ლა რეპუბლიკამ“ გამოაქვეყნა 2016 წლის 13 ნოემბერს. მაიორკა ამ შემთხვევას თავისი ცხოვრების ერთ-ერთ ულამაზეს ეპიზოდს უწოდებს.
სწორედ 2016 წლის 13 ნოემბერს გარდაიცვალა ლეგენდარული სიცილიელი მყვინთავი ენცო მაიორკა, 85 წლის ასაკში. იგი თავადაც სირაკუზაში იყო დაბადებული. მისი, როგორც მყვინთავის, კარიერა 1953 წელს დაიწყო. მან პირველმა შეძლო 50 მეტრის სიღრმეზე ჩაყვინთვა. ამას მოჰყვა რეკორდების სერია, რომელიც 1988 წელს 101 მეტრის „დაპყრობით“ დაგვირგვინდა.
მყინთავის კარიერის დასრულების შემდეგ ენცო მაიორკამ მთელი თავისი სიცოცხლე ზღვის გარემოს დაცვას და შენარჩუნებას მიუძღვნა. 1990-იანი წლების შუაში იგი იტალიის სენატის წევრიც იყო.
ნინო ხოშტარია
კომენტარები