საქართველოში კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვმა 8000-ს გადააჭარბა
გასულ ერთ დღე-ღამეში საქართველოში COVID-19-ისგან 58 პაციენტი გარდაიცვალა და ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის გამო გარდაცვლილთა რიცხვმა 8 035-ს მიაღწია.
საქართველოში კოვიდით გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა მიმდინარე წლის ზაფხულიდან, მეოთხე ტალღის პერიოდში, რომელიც ყველაზე მძიმე აღმოჩნდა. მხოლოდ აგვისტო-სექტემბერში (9 სექტემრამდე) კოვიდინფექციამ 2256 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ერთ დღე-ღამეში გარდაცვლილთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (86) 3 სექტემბერს დაფიქსირდა.
9 სექტემბრის დილისთვის საქართველოში მთლიანობაში კორონავირუსით ინფიცირების 572 948 შემთხვევაა დადასტურებული და ლეტალობის მაჩვენებელი 1.4%-ს აღწევს.
გასულ 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 2 455 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გმოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 4 427-ით გაიზარდა და 531 764-ს მიაღწია. გამოჯანმრთელების პროცენტული მაჩვენებელი 92,8%-ია.
stopcov.ge-ის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 36 151 ტესტი. კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 6,79%, ბოლო 14 დღის – 8,48%, ბოლო შვიდი დღის – 7,69%.
ნუცა ყაველაშვილი
კომენტარები