კინო/ფილმებიქართველები უცხოეთში

ლეგენდარული ბრენდის – CARTIER-ს საერთაშორისო ელჩის, პიანისტ ხატია ბუნიათიშვილის ფოტოსესია ვე­ნე­ცი­ის კინოფესტივალზე (ვიდეო)

თითქმის ერთი წელია სახელგანთქმული ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი, რომელიც საფრანგეთში მოღვაწეობს, ცნობილი საიუველირო კომპანიის, „კარტიეს“ სახეა.

Cartier-ს ქართველ სახეს ვენეციის კინოფესტივალზე სექსუალური შავი კაბა ემოსა და, რა თქმა უნდა, Cartier-ის დახვეწილი სამკაულები – ყელსაბამი და საყურეები ეკეთა.

ყველა საჯარო გამოჩენისას, როგორც ბრენდის ელჩს, ხატიას სწორედ ძვირფასეულობის ამ ფრანგული სახლის სამკაულები ამშვენებს.

„ვენეციაში ჩემს „კარტიეს“ ოჯახთან და მის გულთან – კირილე ვინერონთან ერთად“, – წერს ბუნიათიშვილი და ფოტოსესიიდან ვიდეოს აქვეყნებს.

როგორც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტიდან ირკვევა, ხატიას სტილსა და ჩაცმულობაზე ბარბარა ბაუმელმა იზრუნა, ხოლო ვარცხნილობასა და მაკიაჟზე – Armani Beauty-მ.

ხატია ბუნიათიშვილი ვენეციის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე; 2 სექტემბერი, 2021 წ.

ვენეციის 78-ე კინოფესტივალი 2 სექტემბერს გაიხსნა კოვიდსაწინააღმდეგო ზომების მკაცრი დაცვით. ფესტივალი 11 დღეს გასტანს და კინოთეატრები სანახევრო დატვირთვით იმუშავებენ, ხოლო წითელი ხალიჩა სპეციალური კედლით არის დაცული ავტოგრაფების მოყვარულთაგან. ფესტივალის მონაწილეებს კოვიდ-19-ის „ევროპული პასპორტის“ ფლობა მოეთხოვებათ, ან კოვიდ-19-ის ტესტის უარყოფითი პასუხი უნდა წარადგინონ, რომელიც ღონისძიებამდე არაუგვიანეს 72 სთ-ის  განმავლობაშია გაკეთებული.

მანანა ბანძელაძ

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close