სპორტი
რუსები გაკვირვებულები არიან – რუსი სპორტსმენი საქართველოს სახელით იასპარეზებს
წარმოშობით რუსი მოციგურავე – ანასტასია გუბანოვა, საქართველოს სახელით იასპარეზებს. 18 წლის სპორტსმენის გადაწყვეტილებამ რუსეთის ფედერაციაში გაკვირვება გამოიწვია.
საქართველოს ფიგურული სრიალის ფედერეციის ცნობით,18 წლის სპორტსმენი საქართველოს სახელით ქალთა ერთეულთა თანრიგში გამოვა.
View this post on Instagram
რუსები კი ამ ფაქტით გაკვირვებულები არიან და ფედერაციაში ამბობენ, რომ მისთვის სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობის ნებართვა არავის მიუცია.
საქართველოს სახელით გამოსვლას სოციალურ ქსელ Instagram-ზე თავად რუსი სპორტსმენი გამოეხმაურა.
ანასტასია 2018 წლის ზაგრების Golden Spin საერთაშორისო ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი და 2016 წლის ახალგაზრდათა გრან პრის ვიცე-ჩემპიონია.
live.ge
კომენტარები