fbpx
ჰოროსკოპი

2021 წლის სექტემბრის ჰოროსკოპი – ვის გაუღიმებს ფორტუნა?

ზოდიაქოს 8 ნიშანი თავს შესანიშნავად იგრძნობს შემოდგომის პირველ თვეს

რომელი ზოდიაქოს ნიშნები იქნება ვარსკვლავებისა და პლანეტების რჩეული შემოდგომის პირველ თვეში? ასტროლოგიური პროგნოზის თანახმად, ზოდიაქოს რვა ნიშანი თავს შესანიშნავად იგრძნობს, თუმცა არსებობს გარკვეული ნიუანსები.

სექტემბრის დასაწყისი შეიძლება ცოტა რთული იყოს, რაც უკავშირდება იმას, რომ სუსტი მერკური სასწორის ნიშანშია, თუმცა საბოლოდ ყველაფერი დალაგდება.

აქტიურობა, წინდახედულება და უკონფლიქტობა – სექტემბრის ზოდიაქოს წრის იღბლიანი ადამიანების საუკეთესო თანამგზავრებია.

 

ვერძი

ვარსკვლავები სექტემბერში ვერძს მნიშვნელოვან წარმატებებს ჰპირდებიან, მაგრამ მხოლოდ ფორტუნის იმედად ნუ იქნებით. სანამ რამეს იტყვით ან გააკეთებთ, კარგად დაფიქრდით, რათა შეცდომები თავიდან აიცილოთ. თვის საუკეთესო დასაწყისი იქნება სახლის დალაგება-დასუფთავება, რათა შიშები დაძლიოთ და ემოციურად გაძლიერდეთ.

 

ლომი

ამ ნიშნის წარმომადგენლების ინტუიცია სექტემბერში წარმოუდგენლად ძლიერი იქნება, რაც დიდი ძალისხმევის შემდეგ წარმატებისკენ გზის გაკვალვაში დაგეხმარებათ. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ლომებმა საკუთარ თავს მოუსმინონ. თვის ყველაზე ხელსაყრელი სფეროა ნაცნობობა. რეკომენდებულია უფრო აქტიური იყოთ ურთიერთობებისას, რათა საყვარელი ადამიანი იპოვოთ და საქმიანი კონტაქტები დაამყაროთ.

 

ქალწული

სექტემბერში ქალწულის ნიშნის წარმომადგენლები ბევრი საქმით იქნებიან დაკავებულები, მაგრამ შეძლებენ გაუმკლავდნენ ყველა საზრუნავს. მათ, უპირველეს ყოვლისა, ახლა საკუთარ ჯანმრთელობაზე უნდა იზრუნონ, აიღონ შვებულება, გარემო შეიცვალონ. საქმეები კარგად წავა, მაგრამ ამ პროცესის აქტიურობა თავად ქალწულებზეა დამოკიდებული.  შედეგი მათი ძალისხმევის შესაბამისი იქნება. ასევე, სექტემბერში შეგიძლიათ დაკავდეთ ძველი ნივთების შეკეთებით, შეისყიდოთ, რაც გჭირდებათ სახლისთვის და ბაღისთვის, მოაწყოთ გენერალური დასუფთავება.

 

სასწორი

სექტემბერი სასწორებისთვის ცუდი ჩვევებისგან თავის დაღწევის თვე იქნება. მათი ნებისყოფა უპრეცედენტო სიმაღლეებს მიაღწევს, რაც საშუალებას მისცემთ ადვილად დაემშვიდობონ მავნე ჩვევებს. მთავარია არ იჩქაროთ. უმჯობესია გააკეთოთ ცოტა და ნელა, მაგრამ ხარისხიანად.

 

მორიელი

სექტემბერში ვარსკვლავები მორიელების მხარეს იქნებიან, ამიტომაც ამ ნიშნის წარმომადგენლებს შეუძლიათ იოცნებონ და ახალ მიზნებს მიაღწიონ. მთავარი მოქმედებაა. გამორიცხული არ არის, ამ ნიშნის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდეთ სწრაფად მოაგვარონ ყველა ძირითადი პრობლემა და ამოცანა, სექტემბრის ბოლოს კი მცირე შვებულებით გაახარონ საკუთარი თავი.

 

მშვილდოსანი

ვარსკვლავების დახმარებით მშვილდოსნები შეძლებენ გაიგონ, მათი რომელი წარსული ქმედებები იყო არასწორი. თვითანალიზის საშუალებით ამ ნიშნის წარმომადგენლებს შეეძლებათ აირჩიონ წარმატების გზა. ახლა არ ღირს დიდი ამბიციების გამოვლენა, მათ შორის, სასიყვარულო სფეროში. არ ღირს, ეცადოთ, მაღალი სტატუსის მქონე ადამიანების ყურადღების მიპყრობას ან, უბრალოდ, სამყაროს სრულიად განსხვავებული ხედვით. მეორე ნახევრის ძიებისას, ვარსკვლავები გირჩევენ ყურადღება თანამოაზრე ადამიანებზე გაამახვილოთ.

 

თხის რქა

სექტემბერში იღბალი თხის რქის მხარესაც იქნება. ახალი პროექტები, ახალი იდეების პოპულარიზაცია, ახალი სამსახურის ძებნა,  შორეული საქმიანი ვიზიტები – ამ ყველაფერში თხის ნიშნის წარმომადგენლები წარმატებულები იქნებიან. კარგი იქნება, თუ ინტუიციას დაეყრდნობით, რასაც თხის რქები, ჩვეულებრივ, არ აკეთებენ. ზოგჯერ, იმის მისაღწევად, რაც გსურთ, შეგიძლიათ პრინციპებს გადაუხვიოთ.

 

თევზები

სექტემბერში თევზებმა უნდა იყიდონ ან საჩუქრად მიიღონ შინაური ცხოველები, რადგან ახლა მათთვის შინაური ცხოველების ყოლა ძალიან კარგია. თვის შუა რიცხვები შეიძლება გამორჩეული იყოს სასიამოვნო სიურპრიზებით ნებისმიერ სფეროში. სექტემბრის დასაწყისში უმჯობესია ყურადღება გაამახვილოთ იმაზე, რაც დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს. დაუშვებელია უპასუხისმგებლობა გამოავლინოთ და ხვალისთვის გადადოთ ის, რაც დღეს უნდა გაკეთდეს.

თამთა გურული

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close