სპორტი
ტოკიოში პარალიმპიურ თამაშებზე ინა ქალდანი ვერცხლის მედალს დაეუფლა
საქართველოს პარაძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ინა ქალდანმა (70 კგ) ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ქართველმა პარაძიუდოისტმა მექსიკელი და იაპონელი მეტოქეების დამარცხების შემდეგ ფინალში ბრაზილიელ მალდონადოსთან წააგო.
ვერცხლი გარანტირებულოი აქვს მძიმეწონოსან რევაზ ჩიკოიძესაც, რომელიც დღეს ფინალში ირანელ მეტოქეს – ჰეიროლაჰზადეს შეხვდება, თუმცა იმედი ვიქონიოთ, რომ ჩიკოიძე ოქროს მედლის მოპოვებას შეძლებს.
ნუცა ყაველაშვილი
კომენტარები