fbpx
მსოფლიოსაზოგადოება

აშშ-ში სასამართლომ მშობლები 43 წლის შვილის პორნოკოლექციის გადაყრისთვის 30 ათასი დოლარით დააჯარიმა

აშშ-ში მოსამართლემ წყვილს მათი შვილისთვის $30 441 ოდენობის კომპენსაციის გადახდა დააკისრა იმის გამო, რომ მისი პორნოგრაფიული კოლექცია გადაყარეს. ამის შესახებ AP წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მოსამართლე პოლ მელონიმ დაასკვნა, რომ მშობლებს 43 წლის დევიდ ვერკინგის კოლექციის გადაყრის უფლება არ ჰქონდათ. ადგილობრივი მედიის ცნობით, კოლექციაში შედიოდა ფილმებით, ჟურნალებითა და სექსსათამაშოებით სავსე 12 ყუთი.

2016 წელს ვერკინგი ცოლს გაშორდა და 10 თვის განმავლობაში მშობლებთან ცხოვრობდა, მაგრამ შემდეგ დედას და მამას ეჩხუბა და მიჩიგანის შტატიდან ინდიანაში გადაბარგდა. ინდიანაში ჩასვლის შემდეგ კი მიხვდა, რომ მისი პორნოკოლექცია გაქრა. 2018 წელს ვერკინგმა მშობლებს სასამართლოში უჩივლა და მოიგო.

მოსამართლემ კომპენსაციის ოდენობა ექსპერტების შეფასებაზე დაყრდნობით დაადგინა. ამასთან, მშობლებმა შვილის ადვოკატის საფასურიც უნდა გადაიხადონ, რაც $14,5 ათასს შეადგენს.

imedinews.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close