საზოგადოება
ულამაზესი გოგონა პრეზიდენტის დაცვიდან – ვინ იცავს სალომე ზურაბიშვილის უსაფრთხოებას?
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის დაცვის ერთ-ერთი წევრი „მის საქართველოს“ ყოფილი კონკურსანტი 30 წლის თამუნა რიჟამაძეა.
\ქუთაისელი გოგონა ინგლისურის სპეციალისტია. მან მაგისტრატურა პიარის კუთხით გაიარა და იურიდიულზე სწავლობს. თამუნა რიჟამაძე „მის საქართველოს“ კონკურსანტიც იყო. სტუდენტობის დროს ის მუდმივად ვარჯიშობდა, სამხედრო განათლებაზე და დაცვის პოლიციაში მუშაობაზე ოცნებობდა და ოცნებაც აიხდინა. თამუნა მარტოხელა დედაა და ერთ შვილს ზრდის.
ცნობისათვის, პროტოკოლით გათვალისწინებულია, რომ ქალ ლიდერს აუცილებლად უნდა ჰყავდეს დაცვის რიგებში თავისივე სქესის ადამიანი.
gtmedia.ge
კომენტარები