რას არ გაიგებ/ფაქტები
რეკორდული მანძილის დაფარვის შემდეგ ბრიტანეთიდან რუსეთში ჩაფრენილი ღამურა კატამ მოკლა 🦇🐱
ღამურა, რომელმაც ლონდონის ზოოპარკს დააღწია თავი, 2018 კილომეტრი იფრინა და რუსეთში, ფსკოვის ოლქში აღმოჩნდა, კატამ იმსხვერპლა, – ამის შესახებ BBC წერს.
ადამიანის თითისხელა ღამურას ფრთაზე სპეციალური ნიშანი – London Zoo (ლონდონის ზოოპარკი) აღმოაჩნდა. ის ფსკოვის ოლქის ერთ-ერთ სოფელში ადგილობრივმა სვეტლანა ლაპინამ იპოვა. ღამურა ვეტერინარების ჯგუფმა წაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ღამურას ლონდონის ზოოპარკის ბეჭედი ჰქონდა და მის შესახებ დიდი ბრიტანეთის ღამურების კონსერვაციის ცენტრს აცნობეს.
ირკვევა, რომ ღამურა „რეკორდსმენიცაა“ – ბრიტანეთიდან, ევროპის გავლით, ეს ყველაზე გრძელი მოგზაურობაა, რომელიც ოფიციალურად აღუწერიათ.
ღამურა (სახეობა – Nathusius’ pipistrelle) სულ რაღაც 8 გრამს იწონიდა.
imedinews.ge
კომენტარები