fbpx
საზოგადოებასაქართველო

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა პიკია, გარდაიცვალა 54 პაციენტი

საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 54 პაციენტი. ეს მიმდინარე წელს დაფიქსირებული ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.

დავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გასულ 24 საათში ჩატარებული 44 536 ტესტირებიდან კორონავირუსი დაუდასტურდა 5697 ადამიანს – ეს მიმდინარე წელს ინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. დადებითობის მაჩვენებელი 12,8%-ს უდრის, რაც ასევე რეკორდულია მიმდინარე წელს.

გასულ 24 საათში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 2713-ით გაიზარდა. ბოლო ერთ დღეში აიცრა 23 744 ადამიანი. სულ გაკეთებულია 664 997 აცრა: ორივე დოზით აცრილია 204 234 ადამიანი, ჯერჯერობით მხოლოდ ერთი დოზით – 460 763 ადამიანი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close