ვინ არის ბავშვი, რომელსაც დაბადებიდან შუბლზე გული აქვს გამოსახული
როცა წყვილი მშობელი ხდება, ამბობენ, სიყვარულის ნაყოფი დაიბადაო. პატარა თურქი ბიჭის დაბადებამ კი მსოფლიო აალაპარაკა, მასზე უცხოურ პრესაში ბევრს წერენ – ის ამ ქვეყანას შუბლზე თანდაყოლილი გულის ფორმით მოევლინა.
გამოცემა წერს, პატარა ბიჭის ნახვამ, პირველ რიგში, სამშობიაროს მთელი მედპერსონალი გააოცა, ახლა კი ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბავშვი გახდა.
„თურქი ბიჭი ჩინარ ენგინი გულის ფორმის ნიშნით დაიბადა. ის მალევე ძალიან ცნობილი გახდა, რადგან ხალხმა „სიყვარულის ბავშვი“ უწოდა.
თანდაყოლილი ნიშანი პირველად ჩინარის მამამ სამშობიაროშივე შენიშნა.
„როდესაც ჩემს ახალშობილ შვილს მივუახლოვდი და ვნახე, რომ მას ჯადოსნური ნიშანი ჰქონდა, კინაღამ ავტირდი. ეს საოცარება იყო“, – თქვა მამამ.
ექთნების თქმით კი, მათ თანდაყოლილი ასეთი ნიშანი არასოდეს უნახავთ. „ის კუპიდონს ჰგავდა“. ყველამ გადაიღო ფოტოები ბავშვთან ერთად.
ახლა, 14 თვის ჩინარს ათასობით გულშემატკივარი ჰყავს. ის მედიასა და სოციალურ ქსელებში ძალიან პოპულარულია. მშობლებთან ერთად გასვლისასაც კი უცნობი ადამიანები დედ-მამას მასთან ერთად ფოტოს გადაღების ნებართვას სთხოვენ“, – წერს გამოცემა.
primetime.ge
კომენტარები