არტისტი

ანიტა რაჭველიშვილი სცენას დროებით დაემშვიდობა – მიზეზი „საპატიოა“ (ვიდეო)

საოპერო მომღერალი, მსოფლიოში სახელგანთქმული მეცოსოპრანო, 37 წლის ანიტა რაჭველიშვილი ფეხმძიმედაა.

ანიტამ ეს ამბავი თავის გამომწერებს ორი ვიდეოს საშულებით ამცნო: პირველში ჩანს, როგორ დაიკლო მომღერალმა წონაში საგრძნობლად, მცირე ხნის შემდეგ კი შეიტყო, რომ შვილს ელოდება. მეორე ვიდეოში მას უკვე მუცელი აქვს მომრგვალებული.

 

ანიტამ ეს ვიდეო 2 ივლისს დადო, 10 ივლისს კი პანათინაიკოსის სტადიონზე ვერდის გალა კონცერტზე იმღერა. მომღერალს თეთრ კაბაში ფეხმძიმობა კარგად ეტყობა.

ანი­ტა და მისი მე­უღ­ლე ოთარ მა­ი­სუ­რა­ძე ხუთი წლის წინ და­ქორ­წინ­დნენ. წყვილი პირ­ველ შვილს ელო­დება. გოგონა ნოემბერში დაიბადება. ანიტა კი სცენას იანვარში დაუბრუნდება.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close