პოლიტიკატექნოლოგიები

ევროკავშირის ქვეყნები ბენზინზე მომუშავე ავტომობილებზე მთლიანად უარის თქმას გეგმავენ

ევროკავშირის ქვეყნები ბენზინზე მომუშავე ავტომობილებზე მთლიანად უარის თქმას გეგმავენ. სააგენტო Bloomberg-ის ცნობით, ნულოვანი ემისიის მქონე ავტომობილები ევროპელებს ამბიციური კლიმატური მიზნების მიღწევაში დაეხმარება.

ევროკომისია გეგმავს, რომ რეგულაციების შედეგად 2030 წლისთვის ახალი სატრანსპორტო საშუალების ემისია მიმდინარე წელთან შედარებით 65%-ით, 2035 წლისთვის კი – 100%-ით შემცირდეს. განსაკუთრებული ყურადღება მსუბუქ ავტომობილებს მიექცევა, რომლებზეც ევროკავშირის ტერიტორიაზე ნახშირორჟანგის ემისიების 12% მოდის.

ანალიტიკოსების განცხადებით, 2030 წლისთვის დასახული მიზნის მიღწევა რთული იქნება ჰიბრიდული ავტომობილების გამოყენებითაც, თუმცა ეს ხელს შეუწყობს ელექტრომობილების წარმოების განვითარებას. ავტომწარმოებლები აცხადებენ, რომ 2030 წლისთვის მათი ყველა ან თითქმის ყველა ავტომობილი ბატარეებზე იმუშავებს. მაგალითად, Volkswagen-ის გათვლებით, 2030 წლიდან გაყიდვების 70% ელექტრომობილებზე მოვა.

ელექტრომობილების მასობრივი დანერგვისთვის ევროკომისია ევროკავშირის ქვეყნებს დაავალებს, ელექტრომობილების დამტენი სადგურები ძირითად ავტომაგისტრალებზე ყოველ 60 კილომეტრში განათავსონ.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close