ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 12-18 ივლისი

12 ივლისიდან 18 ივლისის ჩათვლით მზარდი მთვარის პერიოდია. ახლა მეგობრებთან შეხვედრა არა მარტო გაგახარებთ და დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ, არამედ მნიშვნელოვან აზრებამდე მიგიყვანთ. ისაუბრეთ, მოყევით ყველაფერზე, რაც გაწუხებთ, რათა კარგი რჩევები მიიღოთ.

 

ვერძი

გეგმები, ამ პერიოდისთვის რომ შეადგინეთ, შეიძლება არ შესრულდეს. სერიოზულად მიიღეთ ფინანსური წინადადებები, რომლებსაც ახლა შემოიგთავაზებენ. პირად ცხოვრებაში, ცვლილებებია მოსალოდნელი. წინასწარ არავის არაფერი უთხრათ. გახსოვდეთ, რომ ბედნიერებას სიჩუმე უყვარს.

სასიკეთო დღეები: 12, 17.

არასასიკეთო დღე: 15.

 

კურო

ამ კვირაში ძალიან ენერგიული ხართ, მაგრამ არ აიღოთ საკუთარ თავზე იმაზე მეტი, ვიდრე შეგიძლიათ გაუმკლავდეთ. ისწავლეთ დელეგირება, რომ ყველა საქმე წარმატებით დაასრულოთ. ფრთხილად იყავით ფულად ინვესტიციასთან დაკავშირებით, რადგან შეიძლება წარუმატებელი აღმოჩნდეს. შაბათ-კვირას ქალაქგარეთ გადით, ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება!

სასიკეთო დღეები: 16, 17.

არასასიკეთო დღე: 15.

 

ტყუპი

ცვლილებები ცხოვრებაში, რისი იმედიც გაქვთ, უჯობესია დროებით გადადოთ – ეს პერიოდი ცვლილებებისთვის ხელსაყრელი არ არის. სამსახურში შესაძლებელია გაუგებრობა კოლეგებთან. შეეცადეთ კონფლიქტი მალე დასრულდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მომავალში რთული იქნება ურთიერთობის აღდგენა. ვარსკვლავები გირჩევენ, ენდოთ თქვენს ინტუიციას, სხვების მოსაზრებებს ნაკლებად მოუსმინეთ.

 

სასიკეთო დღეები: 14, 16.

არასასიკეთო დღე: 12.

 

კირჩხიბი

მოგეჩვენებათ, რომ ვერაფერს ასწრებთ. ეს ნაწილობრივ სიმართლეა და უნდა შეეგუოთ. შეეცადეთ ურთიერთგაგებას მიაღწიოთ მეგობრებთან, რომლებთანაც ხანგრძლივი კონფლიქტი გქონდათ. ნუ დაკარგავთ კარგ მეგობრებს. ბავშვებმა თქვენგან შეიძლება ჩვეულებრივზე მეტი ყურადღება მოითხოვონ. მზად იყავით, რომ რომელიმე საქმე დროებით გადადოთ. ჯანმრთელობასთან დაკავშირებით უმჯობესია ფრთხილად იყოთ, განსაკუთრებით მოსაფრთხილებელია ყელი და ყურები!

სასიკეთო დღეები: 12, 16.

არასასიკეთო დღე: 13.

 

ლომი

ამ პერიოდში სასიამოვნო ცვლილებები გელით ცხოვრებაში. ხელსაყრელი პერიოდია ნებისმიერი საქმის დასაწყებად – წარმატებასა და კარგ მოგებას მოგიტანთ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში კვირის ბოლოს შესაძლოა გარდამტეხი მომენტი დადგეს. გადახედეთ მასთან ურთიერთობას და გადაწყვეტილება ისე მიიღეთ. შაბათ-კვირა მშვიდ გარემოში გაატარეთ.

სასიკეთო დღეები: 14, 16.

არასასიკეთო დღე: 15.

 

ქალწული

ეს კვირა საკმაოდ პროდუქტიული პერიოდია. უფრო მეტიც, სახლშიც და სამსახურშიც ყველაფერს დროულად აკეთებთ! მიუხედავად იმისა, რომ ფულადი პრემიები არ გელოდებათ, თქვენი მიღწევებით კმაყოფილი ხართ. ვარსკვლავები გირჩევენ, ახლა უფრო მეტი იმუშაოთ მიწაზე. ეს სიმშვიდესა და სიამოვნებას მოგიტანთ.

სასიკეთო დღეები: 15, 16.

არასასიკეთო დღე: 14.

 

სასწორი

თქვენ წინაშე ახალი ჰორიზონტები გაიხსნება, რაც ყველაზე ნათლად პროფესიულ საქმიანობაში გამოიხატება. საუკეთესო შედეგს მიაღწევთ, თუ თქვენს ცოდნას მაქსიმალურად გამოიყენებთ. ამ პერიოდში შეიძლება წარსულიდან გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც თქვენში ემოციების ქარიშხალს დაატრიალებს. აკონტროლეთ თქვენი თავი. შაბათ-კვირას ეცადეთ აქტიურად დაისვენოთ.

სასიკეთო დღეები: 14, 16.

არასასიკეთო დღე: 12.

 

მორიელი

გელოდებათ სასიამოვნო ნაცნობობა, რომელის წყალობითაც გაიხსნება ახალი შესაძლებლობები და მომგებიანი პროექტები გამოჩნდება. თანხას, რომლის მიღების იმედიც აღარ გქონდათ, მოულოდნელად აიღებთ. დახარჯეთ ის გონივრულად! შეიძლება მოგიწიოთ მოგზაურობა, რომელიც ადრე არ დაგიგეგმავთ. დათანხმდით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე დასვენებას ეხება. სჯობს ახლა დიეტა არ დაიცვათ, რადგან შეიძლება საკუთარ ჯანმრთელობას ზიანი მიაყენოთ.

სასიკეთო დღეები: 12, 18.

არასასიკეთო დღე: 14.

 

მშვილდოსანი

იმედს ნუ დაკარგავთ, თუ ახლა ყველაფერი ისე არ წარიმართება, როგორც გსურთ. მალე მიხვდებით, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის. თქვენს პირად ცხოვრებას რაც შეეხება – ფრთხილად უნდა იყოთ: გარშემო ბევრი არაკეთილსინდისიერი ადამიანია. ასჯერ დაფიქრდით არჩევანის გაკეთებამდე. პერიოდი ხელსაყრელია საქმიანი შეხვედრებისთვის.

სასიკეთო დღეები: 15, 17.

არასასიკეთო დღე: 18.

 

თხის რქა

თუ ამ დღეებში ვინმეს ეჩხუბეთ, შეეცადეთ, რაც შეიძლება სწრაფად შეურიგდეთ. გაჭიანურებული კონფლიქტი არაფერში გარგიათ. სამსახურში შეიძლება რთული ამოცანის წინაშე დადგეთ. სანამ შეთანხმდებით, აწონ-დაწონეთ საქმის როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები. ამ კვირაში უამრავ ადამიანს შეხვდებით. შაბათ-კვირას კარგად დაისვენეთ.

სასიკეთო დღეები: 12, 18.

არასასიკეთო დღე: 16.

 

მერწყული

ამ კვირაში, თქვენი ჰობის წყალობით, შეგიძლიათ პოზიტიური ენერგიით დაიტვირთოთ. უსაფუძვლო სტრესი და შფოთვა – აი, რამ შეიძლება ხელი შეგიშალოთ საყვარელი საქმის კეთებაში. ამ პერიოდის შეხვედრები იქნება ძალიან სასიამოვნო და ზოგიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. ნუ იტყვით უარს სტუმრად წასვლაზე – საინტერესო სიტუაციაში აღმოჩნდებით. პირად ფრონტზე სრული ჰარმონია და ურთიერთგაგება სუფევს.

სასიკეთო დღეები: 12, 15.

არასასიკეთო დღე: 17.

 

თევზები

ახალგაზრდა თაობა მთლიანად გამოვა კონტროლიდან. თუ შვილები გყავთ, მოთმინება გმართებთ! აი, მარტოხელა თევზებს კი სასიამოვნო ნაცნობობა ელით, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თვითონაც კარგ ხასიათზე იქნებიან. კარგი პერიოდია შენაძენებისთვის, დიდი შესყიდვებისა და ინვესტიციების განხორციელებისთვის. ამ კვირაში რაც შეიძლება მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე.

სასიკეთო დღეები: 13, 18.

არასასიკეთო დღე: 15.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close