იტალიასაზოგადოება

იტალიაში კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა ოჯახები ხელისუფლებისგან 100 მილიონი ევროს კომპენსაციას ითხოვენ

იტალიაში covid-19-ით გარდაცვლილთა ოჯახები ხელისუფლებას უჩივიან. 520 მოსარჩელე მთავრობისგან, მათ შორის, ჯანდაცვის სამინისტროსგან, მინისტრთა საბჭოსა და ლომბარდიის რეგიონის ხელმძღვანელობისგან 100 მილიონი ევროს კომპენსაციას ითხოვს. 

მოქალაქეთა სარჩელის მოსმენა რომში უკვე დაიწყო. ისინი მთავრობას ლომბარდიის რეგიონში დაგვიანებული და არაადეკვატური ზომების გატარებაში ადანაშაულებენ.

მოპასუხე მხარეა იტალიის მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე, ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელი რობერტო სპერანცა და ლომბარდიის გუბერნატორი ატილიო ფონტანა.

როგორც ცნობილია, გასული წლის თებერვლის ბოლოს სწორედ ლომბარდიის რეგიონში დაიწყო კორონავირუისის ეპიდემიის დიდი აფეთქება, რასაც მილანის მოდის კვირეულს, ზამთრის ფასდაკლებების სეზონს და საფეხბურო მატჩს უკავშირებენ. შედეგად ლომბარდიის სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის, ბერგამოში უმძიმესი სიტუაცია შეიქმნა, რომელიც შემდეგ მთელი იტალიის მასშტაბით გავრცელდა და ქვეყნის პარალიზება – სრული ლოქდაუნი გამოიწვია.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close