ტექნოლოგიები
ისრაელში ხელოვნური ხორცის წარმოებისთვის მსოფლიოში პირველი ფაბრიკა გაიხსნა
ისრაელის კომპანია Future Meat Technologies-მა ხელოვნური ხორცის წარმოებისთვის მსოფლიოში პირველი ფაბრიკა გახსნა. ამის შესახებ techcult-ი წერს.
ფაბრიკა ყოველდღიურად 500 კილოგრამ კულტივირებულ ქათმის, ღორის და ცხვრის ხორცს აწარმოებს. ხორცის ეს რაოდენობა 5 000 ჰამბურგერის დასამზადებლადაა საკმარისი.
Future Meat Technologies-ი ხელოვნურ ხორცს სპეციალურ ბიორეაქტორებში შექმნილი უჯრედებისგან ამზადებს. ამისთვის გამოიყენება ის ნივთიერებები, რომლებითაც ცხოველებს კვებავენ.
ტექნოლოგებმა შექმნეს პროცესი, რომელიც 80%-ით ამცირებს СО2-ისა და 96%-ით – წყლის გამოყოფას.
imedinews.ge
კომენტარები