საქართველოს ქალთა ნაკრების ჩოხატაურელ მეკარეს იტალიაში იწვევენ
თათია გაბუნიას იტალიის საფეხბურთო კლუბში იწვევენ, სადაც მას გაზრდისა და წინსვლის საშუალება ექნება, – ეს ინფორმაცია საქართველოს პირველ არხთან დაადასტურეს.
გაბუნია საქართველოს ნაკრებისა და ქალთა საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის“ მეკარეა. 21 წლის მოთამაშე ჩოხატაურელია, „ლანჩხუთში“ დურმიშხან ჩხაიძემ ჩაიყვანა და გაზარდა, ეროვნულ ნაკრებში კი ორი წლის წინ ლევან ბაჯელიძემ დააწინაურა და მას შემდეგ პირველი მეკარის სტატუსით სარგებლობს.
როგორც შევიტყვეთ, თათია გაბუნიას ევროპაში ერთ-ერთ გამორჩეულ იტალიურ საფეხბურთო ლიგაში, ქალთა ფეხბურთში არსებული პირობების გათვალისწინებით, საკმაოდ კარგ პირობებს სთავაზობენ.
ახლა ყველაფერი დამოკიდებულია „ლანჩხუთზე“, რომელმაც ეს ნიჭიერი მეკარე აღზარდა. ამას გარდა, გუნდი ჩემპიონობისთვის იბრძვის და მეკარის გაშვებას არ ჩქარობს. საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მეკარემ კი იტალიური კლუბისგან ოფიციალური მოწვევა მიიღო.
კომენტარები