fbpx
მსოფლიოპოლიტიკა

სომხეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ გაიმარჯვა

სომხეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ნიკოლ ფაშინიანის პარტია „სამოქალაქო შეთანხმებამ“ გაიმარჯვა.

ორშაბათს, 21 ივნისს, დილით ცენტრალური საარჩევნo კომისიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2008-ვე საარჩევნო ოლქის ბიულეტენების შედეგების მიხედვით, „სამოქალაქო შეთანხმებამ“ ხმების 53,92% დააგროვა, შესაბამისად, ნიკოლ ფაშინიანის პარტია მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას შეძლებს.

ექსპრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანის ბლოკმა „სომხეთმა“ ამომრჩეველთა ხმების 21,04% მიიღო.

სომხეთის ექსპრეზიდენტ სერჟ სარგსიანის ბლოკს „მაქვს პატივი“ ხმა მისცა ამომრჩეველთა 5,23%-მა, ერთ-ერთი უდიდესი მეწარმის, გაგიკ ცარუკიანის  პარტიას „აყვავებული სომხეთი“ – 3,96%-მა.

არჩევნებზე გამოცხადების 49,4%-იანი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ახალი მთავრობის ფორმირების უფლების მოპოვებისთვის 25 პოლიტიკური ძალა იბრძოდა. საარჩევნო ბარიერი პარტიული ბლოკებისთვის 7% იყო, ცალკეული პარტიებისთვის კი – 5%.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close