გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, რომელზეც იტალიაში საბაგიროს კაბინის ვარდნაა აღბეჭდილი (ვიდეო)
იტალიურმა ტელეარხმა Tg3-მა მაყურებელს უჩვენა სათვალთვალო კამერის ვიდეოჩანაწერი, რომელზეც აღბეჭდილია სტრეზა-მოტარონეს ფუნიკულიორის ხალხით სავსე კაბინის ვარდნა ჩრდილოეთ იტალიაში.
ვიდეო შემთხვევიდან თითქმის 3 კვირის შემდეგ გამოჩნდა. კადრებში ჩანს, როგორ მიდის კაბინა თითქმის ბოლო წერტილამდე, მაგრამ შემდეგ მოულოდნელად სწყდება და დიდი სიჩქარით ცურდება საწინააღმდეგო მიმართულებით. გზად, რაღაც მომენტში, გვარლი („ტროსი“) წყდება, რის შემდეგაც საბაგიროს კაბინა მიწაზე ვარდება.
Al Tg3 un documento esclusivo della cabina della funivia del Mottarone, prima della caduta, agli atti dell'inchiesta sul disastro costato la vita a 14 persone. Le immagini per il loro contenuto potrebbero urtare la sensibilità di alcuni pic.twitter.com/en6MHCfS00
— Tg3 (@Tg3web) June 16, 2021
იტალიის საზოგადოებრივ მაუწყებელი „რაი“ საბაგიროს ჩამოვარდნის ამსახველი სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრების პირდაპირ ეთერში ჩვენების გამო გააკრიტიკეს. აღნიშნული საქმის გამომძიებლები და პროკურორები აცხადებენ, რომ ამ კადრების ჩვენება, სადაც მსხვერპლთა ბოლო წუთებია ნაჩვენები, „სრულიად შეუფერებელი“ იყო და მხოლოდ და მხოლოდ გააძლიერებს მათი ახლობლების მწუხარებას.
იტალიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ის შოკირებულია კადრების ეთერში გაშვების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გამო.
საბაგიროს კაბინა იტალიაში, მოტარონეს მთის მიდამოებში მიმდინარე წლის 23 მაისს, დღისით ჩამოვარდა (ფუნიკულიორი დასახლებულ პუნქტ სტრეზას მოტარონეს მთასთან აკავშირებს, რომლის სიმაღლეც ზღვის დონიდან 1472 მეტრია), ამ დროს კაბინაში 15 ადამიანი იმყოფებოდა. 14 მგზავრი დაიღუპა, მათ შორის, 9 და 2 წლის ბიჭები. მხოლოდ ერთი 5 წლის ბიჭი – ეითანი გადარჩა პავიაში მცხოვრები ებრაელების ოჯახიდან. ეითანის 26 წლის დედა – თალი, 30 წლის მამა – ამიტი, უმცროსი ძმა – 2 წლის ტომი, 71 წლის ბებია – ბარბარა კონინსკი და 81 წლის პაპა – იცხაკ კოენი საბაგიროს კაბინის ჩამოვარდნისას დაიღუპნენ დანარჩენ 9 მგზავრთან ერთად.
როგორც ჩატარებული ტექნიკური ექსპერტიზის შედეგად გაირკვა, ტრაგიკული ინციდენტი მოხდა იმის გამო, რომ ფუნიკულიორის კაბინის საგანგებო სამუხრუჭე სისტემა დაბლოკილი იყო. ვერბანიის პროკურორის, ოლიმპია როსის თქმით, ეს შეგნებულად იყო გაკეთებული კაბინის მოძრაობის დროს საბაგიროს მოულოდნელი გაჩერების თავიდან ასაცილებლად, რადგან საბაგირო გზა გამართულად არ მუშაობდა.
ფაქტთან დაკავშირებით 3 ადამიანი დააკავეს.
ნინო ხოშტარია
კომენტარები