რომელი ხე ხართ დრუიდების უძველესი ჰოროსკოპით?
დრუიდების ჰოროსკოპი 2000-ზე მეტი წლისაა. თითოეული ნიშანი გამოთვლილია დედამიწის მიმართ მზის მდებარეობის მიხედვით და ხის კონკრეტულ სახეობას შეესაბამება.
ვაშლის ხე: 22 დეკემბერი – 1-ლი იანვარი; 25 ივნისი – 4 ივლისი
დრუიდების ჰოროსკოპით ვაშლის ხის ნიშნით დაბადებულები მიმზიდველი გარეგნობის, გულისხმიერი, სენტიმენტალური და მგრძნობიარეები არიან. ვაშლის ხე სიყვარულის ერთგულია. ის დღევანდელი დღით ცხოვრობს, უყვარს დროდადრო ვალების აღება, სიცოცხლით ტკბობა. ამავდროულად, ინტელიგენტი და ნაკითხია. აქვს ანალიტიკური გონება.
ვაშლის ხის ნიშნით არიან დაბადებულები: რუბენსი, ჟან-ჟაკ რუსო, ჟორჟ სანდი.
სოჭი: 2 იანვარი – 11 იანვარი; 5 ივლისი -14 ივლისი
სოჭის ნიშნით დაბადებულები სილამაზით გამოირჩევიან, უყვართ დღესასწაულები, ფუფუნების საგნები. სოჭი ცოტა ჭირვეულია და ამიტომ მასთან თანაცხოვრება ადვილი არ არის. რთულად ექცევა გავლენის ქვეშ. სიყვარულში მომთხოვნია. სამსახურს სერიოზულად ეკიდება, თუმცა ყოველთვის ვერ აღწევს წარმატებას. რაც არ უნდა მოხდეს, სოჭის ნიშნის ქვეშ დაბადებულები კეთილშობილ ადამიანებად რჩებიან.
სოჭის ნიშნის ქვეშ დაბადებულები არიან: ჟანა დარკი, ტოლსტოი, ნაპოლეონ ბონაპარტი, ჯონ გოლზუორთი.
თელა: 12 იანვარი – 24 იანვარი; 15 ივლისი – 25 ივლისი
თელის ნიშნის ქვეშ დაბადებულები ლამაზი და წარმოსადეგი გარეგნობის არიან. სადა ჩაცმულობის სტილი აქვთ. არ არიან მომთხოვნები. აქვთ მშვიდი ხასიათი. სწამთ, რომ, ადრე თუ გვიან, საჯარო აღიარებას მიაღწევენ. მათი ქორწინება ხანგრძლივი და მყარია. დაჯილდოებულნი არიან იუმორის გრძნობით. უყვართ ხელმძღვანელობა და გავლენას ახდენენ სხვებზე.
თელის ნიშნით დაბადებულები არიან: მოლიერი, ედგარ პო, სტენდალი.
კვიპაროსი: 25 იანვარი – 3 თებერვალი; 28 ივლისი – 04 აგვისტო
კვიპაროსის ნიშნით დაბადებული ხასიათდება უბრალო სწორი ნაკვთებითა და მოქნილი ტანით. ადვილად ეგუება სიტუაციებს და შეუძლია ნებისმიერ პირობებში ბედნიერი იყოს. არ იღვწის დიდებისა და ფულისთვის. უყვარს ბუნებასთან სიახლოვე და ოცნება. არ უყვარს მარტოობა. ურთიერთობაში ცოტა უხეშია. აქვს გააზრებული და გონივრული მსჯელობები.
კვიპაროსის ნიშნით დაიბადნენ: შუბერტი, მოცარტი, რუზველტი, ლუის არმსტრონგი.
ალვა: 4 თებერვალი – 8 თებერვალი; 5 აგვისტო – 13 აგვისტო
ალვის ნიშნით დაბადებული ბავშვობიდან ბუნებრივი სილამაზით გამოირჩევა, თუმცა მალე ბერდება. ადვილად ვარდება დეპრესიაში, უმნიშვნელო წვრილმანის გამო შეიძლება წონასწორობიდან გამოვიდეს. ამაყია და გარეგნულად არ იმჩნევს პრობლემებს. არ არის მატერიალისტი. მიდრეკილება აქვს დამოუკიდებლობისკენ. გამოირჩევა კრიტიკული აზროვნებით. სიყვარულში გულგრილობა ახასიათებს.
ალვის ნიშნით დაბადებულები არიან: ჟიულ ვერნი, ჰიჩკოკი, სალვადორ დალი.
სამხრეთული კარტასი: 9 თებერვალი – 18 თებერვალი; 14 აგვისტო – 23 აგვისტო
ისინი სოლიდური იმიჯით ხასიათდებიან. ნებისმიერ პირობებს სირთულეების გარეშე ეგუებიან. აქვთ კარგი ჯანმრთელობა. არიან დინამიკურები და თავდაჯერებულები. უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა. არ აშინებთ ხიფათი. შეუძლიათ სხვისი გავლენის ქვეშ მოქცევა, თუმცა თავად იმავეს არ ცდილობენ. პრობლემებს სინთეზურად აღიქვამენ. შეუძლიათ ძლიერი სიყვარული. მიდრეკილება აქვთ არტისტიზმისკენ.
კარტასის ნიშნის ქვეშ დაბადებულები არიან: გალილეო გალილეი, დარვინი, გოეთე.
ფიჭვი: 19 თებერვალი – 28/29 თებერვალი; 24 აგვისტო – 2 სექტემბერი
ფიჭვის ნიშნით დაბადებულებს აქვთ უნარი, ხაზი გაუსვან თავიანთ ღირსებებს. უყვართ ლამაზი ნივთები და გემოვნებით მოწყობილი სახლი. მათთვის არ არის საკმარისი ის, რასაც ცხოვრება აძლევს. არაფერს არ ემორჩილებიან. არიან გამბედავები. წარმატებებს აღწევენ თითქმის ყველა სფეროში. არიან ესთეტები. მათი სისუსტე სიყვარულია. ცხოვრებაში მოხერხებულები არიან.
ფიჭვის ნიშნით დაბადებულები არიან: ჯორჯ ვაშინგტონი, შოპენი, ელიზაბეთ ტეილორი.
ტირიფი: 1-ლი მარტი – 10 მარტი; 3 სექტემბერი – 12 სექტემბერი
ტირიფის ნიშნით დაბადებულებს თავისებური და გამორჩეული გარეგნობა აქვთ. ისინი წუთიერ სიამოვნებაზე არასდროს ამბობენ უარს. კარგად იციან, რა სურთ და საქმის დროს შეუპოვრები ხდებიან. ხანდახან პესიმიზმი ახასიათებთ. არ უყვართ კომპრომისები. მათ კარგი ინტუიცია და მდიდარი წარმოსახვის უნარი აქვთ. სიყვარულში ჭირვეულები არიან. შეუძლიათ, სწრაფად ადაპტირდნენ გარემოსთან.
ტირიფის ნიშნით დაბადებულია ინგლისის დედოფალი ელიზაბეთი.
ცაცხვი: 11 მარტი – 20 მარტი; 13 სექტემბერი – 22 სექტემბერი
ცაცხვის ნიშნის ქვეშ დაბადებულები მომხიბვლელები არიან და ამით კარგად სარგებლობენ. შეუძლიათ, შექმნან ოჯახური სიმყუდროვე. მათი ხასიათი სავსეა წინააღმდეგობებით. მათ კარგად იციან ახლობელი ადამიანების პატივისცემა და არ ცდილობენ მბრძანებლობას. აქვთ ძლიერად განვითარებული ღირსების გრძნობა. იციან უმიზეზო ეჭვიანობა.
ცაცხვის ნიშნით დაბადებულია ალბერტ აინშტაინი.
თხილი: 22 მარტი – 31 მარტი; 24 სექტემბერი – 3 ოქტომბერი
თხილის ნიშნის ქვეშ დაბადებულები სუსტი აღნაგობით გამოირევიან. აზროვნებენ ორიგინალურად. არავის ახვევენ თავზე პრობლემებს. მცირედიდაც კმაყოფილდებიან. ადვილად გამოსდით თავის შეყვარება. გუნება-განწყობა ხშირად ეცვლებათ. თუ მათი სიმპათიები ვერ დაიმსახურეთ, უნდა უფრთხილდეთ. ხშირად გაუწონასწორებლები არიან. საინტერესოა მათთან სასიყვარულო ურთიერთობები.
თხილის ნიშნის ქვეშ დაბადებულები არიან რაფაელი, გოია, ვან გოგი, სოფი ლორენი, სერვანტესი, გრემ გრინი.
ცირცელი: 1-ლი აპრილი – 10 აპრილი; 4 ოქტომბერი – 13 ოქტომბერი
ცირცელის ნიშნის ქვეშ დაბადებულები მომხიბლავი გარეგნობით გამოირჩევიან. აქვთ მხიარული ხასიათი. უყვართ ლამაზად ჩაცმა. ადვილად ეგუებიან ვითარებას. უყვართ, როდესაც საყვარელ ადამიანებს სიამოვნებას ანიჭებენ. აქვთ პასუხისმგებლობის დიდი გრძნობა. არიან ლოიალურები და თავაზიანები. სიყვარულში ხშირად გამოცდას უწყობენ პარტნიორს.
ცირცელის ნიშნის ქვეშ დაბადებულები არიან: ემილ ზოლა, ანდერსენი, გრეგორი პეკი, დენი დიდრო, ჯუზეპე ვერდი.
ნეკერჩხალი: 11 აპრილი – 20 აპრილი; 14 ოქტომბერი – 23 ოქტომბერი
ნეკერჩხლის ქვეშ დაბადებულები კეკლუცები არიან. უყვართ მოდას აყოლა. დაუღალავები, ენერგიულები და მხნეები არიან. შეუძლიათ ყველაზე რისკიანი გადაწყვეტილებების მიღება. არ უყვართ შინ ჯდომა. გამოირჩევიან ექსტრავაგანტურობით. უყვართ სიახლეები. ნათელი და გამჭრიახი გონება აქვთ. მოსწონთ, როდესაც მასზე ლაპარაკობენ. სიყვარულში რთულები არიან.
ნეკერჩხლის ქვეშ დაბადებულები არიან ეკატერინე მედიჩი, ლეონარდო და ვინჩი, ჩარლი ჩაპლინი.
კაკალი: 22 აპრილი – 30 აპრილი; 24 ოქტომბერი – 2 ნოემბერი
კაკლის ნიშნით დაბადებულები გამორჩეულები არიან, ზრუნავენ დახვეწილ და ნატიფ მანერებზე. სინამდვილეში მორცხვები არიან. მათში ბევრი წინააღმდეგობაა, ხშირად ჭირვეულობენ. გამოირჩევიან ლოიალური დამოკიდებულებით და მერყევი ხასიათით. ყოველგვარი მიზეზის გარეშე შეუძლიათ, შეგიყვარონ და გიერთგულონ. ცხოვრებაში შესანიშნავი სტრატეგიის დასახვა შეუძლიათ. ახასიათებთ სისწრაფე. არ უფრთხიან რისკსა და კომპრომისებს.
კაკლის ხის ნიშნის ქვეშ დაბადებულები არიან კანტი, ელიზაბეთ II, ეკატერინე II, შექსპირი, დოსტოევსკი, კოლუმბი.
ჟასმინი: 1-ლი მაისი – 14 მაისი; 3 ნოემბერი – 11 ნოემბერი
ჟასმინის ნიშნის ქვეშ დაბადებულები გულღიები და მოხერხებულები არიან. ხშირად ექცევიან ყურადღების ცენტრში. მიუხედავად იმისა, რომ გაწონასწორებულები და მხიარულები არიან, სინამდვილეში პესიმიზმი ახასიათებთ. არიან კარგი დიპლომატები და ინტელიგენტები. აქვთ პასუხისმგებლობის გრძნობა, თუმცა მოვალეობები ღლით. უყვართ ბავშვები. მათთან ერთად ცხოვრება ადვილი არ არის.
ჟასმინის ნიშნის ქვეშ დაბადებულები არიან: მაკიაველი, ფროსტი, მარტინ ლუთერ კინგი.
წაბლი: 15 მაისი – 24 მაისი; 12 ნოემბერი – 21 ნოემბერი
წაბლის ხის ნიშნის ქვეშ დაბადებულები ლამაზები არიან. მათი ხასიათი სავსეა სიცოცხლის სიყვარულით. არიან წინდახედულები და მორალისტები. წაბლი შეუვალია და ჭირს მასთან ურთიერთობა. სიყვარულში მუდმივად იმის შიში აქვს, რომ შეიძლება არ შეიყვარონ და ამის გამო კომპლექსდება. ის ნიჭიერი, სწრაფი და ზუსტია.
წაბლის ნიშნის ქვეშ დაბადებულები არიან ჟან ჟაკ რუსო, ბალზაკი, სტივენსონი, ვოლტერი.
იფანი: 25 მაისი – 3 ივნისი; 22 ნოემბერი – 1-ლი დეკემბერი
იფნის ნიშნის ქვეშ დაბადებულები ელეგანტურები არიან. აქვთ მომთხოვნი ხასიათი. ერთი შეხედვით უპასუხისმგებლო და უნებისყოფო ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებენ. ისწრაფვიან საკუთარი ბედნიერებისკენ. ხელგაშლილები არიან. სიყვარულში კარგ არჩევანს აკეთებენ. ისინი ინტუიციურები და ორიგინალურები არიან. უყვართ ბედთან თამაში.
იფნის ნიშნის ქვეშ დაბადებულები არიან შარლ დე გოლი, ჯონ კენედი, მარკ ტვენი.
რცხილა: 4 ივნისი – 13 ივნისი; 2 დეკემბერი – 11 დეკემბერი
რცხილის ნიშნის ქვეშ დაბადებულები ესთეტები არიან. აინტერესებთ პირადი უპირატესობა. აქვთ მიდრეკილება დისციპლინისადმი. ოცნებობენ პატივზე. გადაწყვეტილებების მიღება აშინებთ. აქვთ მოჭარბებული სამართლიანობის გრძნობა. სიყვარულში ერთგულებით გამოირჩევიან და სასიამოვნო პარტნიორები არიან. ხშირად მიმართავენ ფანტაზიას.
რცხილის ნიშნის ქვეშ დაბადებულები არიან თომას მანი, შუმანი, უოლტ დისნეი, მარიამ სტიუარტი, რობერტ კოხი.
ლეღვი: 14 ივნისი – 23 ივნისი; 12 დეკემბერი – 20 დეკემბერი
ლეღვის ნიშნის ქვეშ დაბადებულები სილამაზით გამორჩეულები არ არიან, თუმცა შეუმჩნეველნი არასოდეს რჩებიან. რთულად იტანენ გაჭირვებას. ძალიან უყვართ ოჯახი. მიდრეკილება აქვთ სტაბილურობისკენ. რეალისტები და საქმიანები არიან. აქვთ ორგანიზატორული ნიჭი. ლეღვის ნიშნით დაბადებულებთან სასიყვარულო ურთიერთობები და ქორწინება ყოველთვის ამართლებს.
ლეღვის ხის ნიშნით დაბადებულები არიან: ჰაინრიხ ჰაინე, ბეთჰოვენი, ედიტ პიაფი.
მუხა: 21 მარტი
მუხის ნიშნის ქვეშ დაბადებულები სიცოცხლით სავსენი არიან. უყვართ დამოუკიდებლობა და ვერ იტანენ შეზღუდვებს. გულთბილები, მეგობრულები და სტუმართმოყვარეები არიან. მათი მთავარი თვისებები სიმამაცე, პრაქტიკული ჭკუა და დამკვირვებლობაა. სიყვარულში ცვალებადები არიან – იზიდავთ გატაცებები. ცუდად იღებენ ცვლილებებს. ფეხზე მყარად დგანან და უყვართ თავის გამოჩენა.
მუხის ნიშნის ქვეშ დაბადებულია იოჰან სებასტიან ბახი.
არყის ხე: 24 ივნისი
არყის ხის ნიშნის ქვეშ დაბადებულები მოქნილები, არისტოკრატები და წარმატებულები არიან. იცვამენ სადად, მაგრამ ელეგანტურად. უყვართ ბუნებასთან ახლოს ცხოვრება. აქვთ მორიდებული და დელიკატური ხასიათი. სიყვარულში ვნებიანები არიან, ნაადრევად ქორწინდებიან ხოლმე. სამუშაოს ყოველთვის შემოქმედებითად უდგებიან. მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერ საქმეს შეუძლიათ მოჰკიდონ ხელი, ყველაზე დიდ წარმატებას ხელოვნების დარგში აღწევენ.
არყის ნიშნის ქვეშ დაიბადა იოჰან გუტენბერგი.
ზეთისხილი: 23 სექტემბერი
ზეთისხილის ნიშნით დაბადებულები არ არიან ლამაზები, თუმცა გამორჩეული მომხიბვლელობა აქვთ. ძალიან უყვართ მზე და ზაფხული. არიან გაწონასწორებულები და მშვიდები. ნებისმიერ სიტუაციაში ღიმილს ინარჩუნებენ. მათ შეუძლიათ, ყველას მდგომარეობაში შევიდნენ. ისინი ბევრ დროს უთმობენ ფიქრს, უყვართ კითხვა, ახასიათებთ მსჯელობის სიზუსტე. სიყვარულში უყვართ პარტნიორის დამოუკიდებლობა.
ზეთისხილის ნიშნით დაბადებულია იმპერატორი ავგუსტინე.
წიფელი: 21-22 დეკემბერი
წიფლის ნიშნის ქვეშ დაბადებულები გამორჩეულად ლამაზები არიან. მათ შეუძლიათ სიბერემდე შეინარჩუნონ სხეულის კარგი ფორმა. სასურველ გარემოში მოხვედრისას წარმატებას აღწევენ. მრავალფეროვანი გეგმები აქვთ ხოლმე, რომელთაც წარმატებით ახორციელებენ. სასიყვარულო ურთიერთობისას მოკლებულნი არიან ფანტაზიას. ცდილობენ, ყველაფერში სამაგალითოები იყვნენ.
წიფლის ნიშნის ქვეშ დაიბადა სტალინი.
funtime.ge
კომენტარები