ჰოროსკოპი

2021 წლის ივლისის ჰოროსკოპი ცნობილი ასტროლოგისგან ყველა ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებს გაახარებს

ივლისი ზაფხულის ყველაზე აქტიური თვეა, ყველაზე დამუხტული და ენერგიით სავსე. ეს არის შვებულებების, ოჯახთან ერთად დასვენების, ცხოვრებისეული გარდაქმნების პერიოდი. პაველ გლობა, ცნობილი რუსი ასტროლოგი, რომელიც მოვლენების შელამაზებას არასდროს ცდილობს, ამჯერად ყველა ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებისთვის კარგ პერიოდს წინასწარმეტყველებს. ივლისში სასიამოვნო თავგადასავლები გელოდებათ. მოგზაურობების უმეტესობა წარმატებული და სასარგებლო იქნება. შეხვედრები და ახალი ნაცნობობა დიდ როლს ითამაშებს თქვენს ცხოვრებაში. პრაქტიკულად, ყველა ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებისთვის ცხოვრების ყველა სფეროში საქმეები წარმატებით წარიმართება.

2021 წლის ივლისის საუკეთესო დღეებია: 4, 8, 12, 15, 16, 21, 25

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი „ცეცხლის“ სტიქიის ნიშნების წარმომადგენლებისთვის

ვერძი – ივლისში ვერძის  ნიშნის ზოგიერთ წარმომადგენელს ნერვიულობა მოუწევს: ბედი სიურპრიზებს გიმზადებთ. გლობა გირჩევთ, თქვენს ფეთქებად ხასიათს რამე მოუხერხოთ, სწორედ თქვენი ამგვარი ხასიათი ხდება ხოლმე ახლობელ ადამიანებსა და კოლეგებთან კონფლიქტების მიზეზი. ვერძებმა ემოციები უნდა აკონტროლონ, რათა პოტენციურად კარგი ივლისი არ „გააფუჭონ“.

ლომი – თქვენი სიამაყის გამო სიძნელეებს წააწყდებით, რომლებთან გამკლავებაც ადვილი არ იქნება, მაგრამ ამ სიძნელეებს რომ გადალახავთ, კარგ კარიერას აიწყობთ, თქვენი სოციალური სტატუსი ამაღლდება, დამატებითი შემოსავლის წყაროებიც გაგიჩნდებათ.

მშვილდოსანი – სიჯიუტე და ცნობისმოყვარეობა სასურველის მიღწევაში დაგეხმარებათ. კოლეგები რჩევებს გთხოვენ, ხელმძღვანელობის თვალში საპატივცემულო და დასაფასებელი თანამშრომელი გახდებით. საქმეები უკეთ წარიმართება პირად ცხოვრებაშიც: მარტოობა წარსულს ჩაბარდება.

ივლისის ჰოროსკოპი „მიწის“ სტიქიის ზოდიაქოს ნიშნებისთვის

თხის რქა – პაველ გლობა გირჩევთ, გააცალკევოთ ერთმანეთისგან პირადი ცხოვრება და კარიერა. უნდა ითქვას, რომ ივლისი მარტივი პერიოდი არ იქნება: ხან პირადი ურთიერთობებს ვერ აგვარებთ, სამსახურში კი ყველაფერი რიგზეა, ხან პირიქით. უნდა ისწავლოთ საკუთარი აზრის გამოთქმა, მაგრამ დელიკატურად, რათა სხვების გრძნობები არ შეურაცხყოთ.

კურო – განტვირთვისა და ამოსუნთქვისთვის ვერ მოიცლით: უსიამოვნებები, დანაკარგები, ინტრიგები, რაღაც ახალი, მოულოდნელი ბედნიერება – ამ თვეში ყველაფერი დაგატყდებათ თავს. მთავარია, სულის სიმხნევის შენარჩუნებაზე იზრუნოთ, თორემ დეპრესიას ვერ დაუძვრებით ხელიდან.

ქალწული – ზაფხულის შუა პერიოდი – იდეალური დროა, რათა კარიერა ააწყოთ. ვიღაც ნულიდან დაიწყებს ბიზნესს, ვიღაცას თანამდებობრივად დააწინაურებენ, ვიღაცას ხელფასს მოუმატებენ – გულნაკლული არავინ დარჩება. ერთი სიტყვით, ფინანსური იღბალი თქვენს მხარეზეა. სამსახურის საქმეებისგან საუკეთესო დასვენება – ფეხით გასეირნებაა. გამონახეთ ყოველდღე 20-30 წუთი ამისთვის.

ივლისის ჰოროსკოპი „ჰაერის“ სტიქიის ზოდიაქოს ნიშნებისთვის

სასწორი – სიჯიუტე ხასიათის უარყოფითი თვისებაა, თუმცა სწორედ ის გეხმარებათ დასახული მიზნების მიღწევაში. ყოველი ახალი მიღწევის შემდეგ გარშემო მყოფები თქვენით სულ უფრო და უფრო ძლიერ აღფრთოვანდებიან. ნათესავების მხარდაჭერით ახალი მიზნების მისაღწევად გააგრძელებთ სწრაფვას.

მერწყული – ასტროლოგი გირჩევთ, მობილიზებული იყოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ცხოვრების სხვადასხვა სფეროში წარუმატებლობა გელოდებათ. პირადი ცხოვრების გაუმჯობესების მიზნით ახალი ნაცნობები შეიძინეთ. სამსახურში საქმეები კარგად რომ წარიმართოს, მოთმინება იქონიეთ, უარს ნუ იტყვით სხვადასხვა ამოცანის შესრულებაზე.

ტყუპი – ზაფხულის შუა პერიოდი გარდაქმნების ხანა იქნება, ამასთან, შოკისმომგვრელი კარდინალური გარდაქმნებისა. რაც შეეხება პირად ცხოვრებას: ერთნი ქორწილისთვის უნდა მოემზადონ, მეორენი – გაყრისთვის. და მაინც: ივლისში ცუდი არაფერი მოხდება.

ივლისის ჰოროსკოპი „წყლის“ სტიქიის ზოდიაქოს ნიშნებისთვის

თევზები – თქვენი ჰობი სოლიდურ შემოსავალს მოგიტანთ. ზაფხულის მეორე დღე კარგი დროა საკუთარი ბიზნესის დასაწყებად. მოახდინეთ ყველაზე თამამი იდეების რეალიზება განსხვავებული მეთოდების გამოყენებით. ბევრ რამეში ნათესავები დაგეხმარებიან.

კირჩხიბი – ზაფხულის მეორე თვე სტაბილური იქნება, განსაკუთრებული გარდაქმნებისა და „საბედისწერო დარტყმების“ გარეშე. იპოვეთ „ოქროს შუალედი“ დატვირთვასა და აქტიურ დასვენებას შორის, თქვენი დღეების განრიგი მკაფიოდ გაწერეთ.

მორიელი  – სიფიცხე ხშირად ხდება დაპირისპირებების მიზეზი. ახლობელ ადამიანებს თქვენ მიმართ ნდობა ექნებათ, თუ საკუთარი ხასიათის ამ უარყოფითი თვისების დაძლევას შეძლებთ. თავი ხელში აიყვანეთ, გადახედეთ თქვენს ქცევას. მეგობრები, რომლებიც დაგშორდნენ, ისევ დაგიახლოვდებიან.

მოამზადა თამთა გურულმა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close